Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

P16PABJ8 3 Kas tarihinde yayınlandı 0 görüntüleme

ინჟინერ-ოპერატორი

UGT Dış ilan
Görüşülür 4 Ara tarihine kadar başvurun
Orijinal ilana devam edin ↗

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • სერვის-ცენტრის მომხმარებლებთან შეხვედრა და სატელეფონო კომუნიკაცია;
  • სერვის-ცენტრში შემოსული ელექტრონული შეტყობინებების მართვა და შესაბამის თანამშრომლებთან გადამისამართება;
  • სერვის-ცენტრში შემოსული საგარანტიო ან/და არასაგარანტიო ტექნიკის მიღება, საჭიროების შემთხვევაში დაზიანების/ხარვეზის გამომწვევი მიზეზის სწორად იდენტიფიცირება (დიაგნოსტირება), ნაწილების შეცვლა/შეკეთება;
  • კლიენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკის ვიზუალური დათვალიერება და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
  • კლიენტთან კომუნიკაცია (განსახორციელებელი პროცედურების/ საჭიროების შემთხვევაში, ფასიანი ნაწილის გამოწერის კლიენტთან შეთანხმება);
  • ინჟინრის მიერ შეკეთებული ტექნიკის გადამოწმება კლიენტისთვის გადაცემამდე;
  • გასაცემი ტექნიკის/ნაწილების დახარისხება;
  • სერვის-ცენტრის კლიენტ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია ტექნიკის/მომსახურების მიღება-ჩაბარების პროცესში;
  • კლიენტებისთვის ტექნიკის ადგილზე მიწოდება;
  • სატენდერო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობის შესაბამისად, კლიენტთან ტექნიკის ადგილზე ვიზუალური შემოწმება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ზოგადი პრინციპების ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია Microsoft Nav-ის ცოდნა.

განათლება

  • სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.

ენები

  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა.

კომპეტენციები

  • დროის მართვის უნარი;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
  • პუნქტუალური;
  • მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი, თავაზიანი.
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დასაქმების პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • Fitpass

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 3 დეკემბრის ჩათვლით.

განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1303/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz