8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

P40S4N16 8 Eyl tarihinde yayınlandı 36 görüntüleme

პირველი ნაბიჯი საქართველო

პირველი ნაბიჯი საქართველო

მიკროავტობუსის მძღოლი

Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾1300 / ay 9 Eki tarihine kadar başvurun

ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველო" დღის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მიკროავტობუსის მძღოლის პოზიციაზე.

"პირველი ნაბიჯი საქართველო" ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა (D კატეგორია).
  • პუნქტუალობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • კანდიდატმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გასაუბრების ეტაპზე მოუწევს ჯანმრთელობის, ნასამართლეობისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის ცნობების წარმოდგენა.

ძირითადი მოვალეობები:

  • წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით დილის 10 საათზე ბენეფიციართა ცენტრში მოყვანა და 16 საათზე ბენეფიციართა ცენტრიდან წაყვანა (ტრანსპორტში იმყოფება მორიგე მშობელიც).
  • გასვლითი გაკვეთილებისა და ექსკურსიების დროს ბენეფიციართა და მასწავლებელთა ტრანსპორტირება წინასწარ შედგენილი მარშრუტით.
  • კვირაში ორჯერ შეკვეთილი სასურსათო პროდუქტების ერთ-ერთი ობიექტიდან ცენტრში მოტანა.
  • ცენტრისთვის საჭირო ინვენტარის შეძენისა და სხვა ადმინისტრაციული საქმიანობის დროს ტრანსპორტით მომსახურება (იშვიათად).
  • პედაგოგების დახმარება ბენეფიციართა ტრანსპორტში აყვანა-ჩამოყვანის დროს.
  • მანქანის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება და გამართულობის მეთვალყურეობა.
  • საჭიროების შემთხვევაში ცენტრის ადმინისტრაციის დროული ინფორმირება მანქანის გაუმართაობის შესახებ.

სამუშაო დატვირთვა: სამუშაო დღეები (შაბათ-კვირის გარდა). დასვენება ოფიციალური დასვენების დღეებსა და აგვისტოს თვეში.

ანაზღაურება ხელზე ასაღები 1300 ლარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე 8 ოქტომბრის ჩათვლით.

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია სათაურის განყოფილებაში.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
პირველი ნაბიჯი საქართველო
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek