8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

PP5FERTZ 8 Eyl tarihinde yayınlandı 53 görüntüleme

კანო

კანო

კონსტრუქტორი

კანო Dış ilan
Rustavi Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 9 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "კანო" აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქტორის პოზიციაზე ქალაქ რუსთავში.

კომპანია "კანო" 1984 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე. დაარსების დღიდან ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის ლითონის კონსტრუქციებს აწარმოებს და მომხმარებლებს მომსახურების სრულ ციკლს სთავაზობს, რომელიც მოიცავს პროექტირების, წარმოების, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის სრულყოფილ პროცესებს.

კომპანია "კანოს"-ს ზრდა და ორმოცწლიანი სტაბილურობა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სტაბილურ ანაზღაურებას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

  • კონსტრუქციების, მოწყობილობების ან დეტალების ტექნიკური პროექტირება, გამოთვლა და ანალიზი;
  • კონსტრუქციული და ტექნიკური პროექტების შემუშავება არქიტექტორთან, ტექნოლოგთან ან სხვა ინჟინრებთან ერთად კოორდინირებული მუშაობით;
  • სტრუქტურული ელემენტების გამოთვლა და კონსტრუქციული ანალიზი (ძალის ზემოქმედება, მასალების გამძლეობა, დატვირთვები)
  • მასალებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შერჩევა შექმნილი კონსტრუქციებისათვის;
  • სამუშაოს შესაბამისობა უსაფრთხოების, სამშენებლო და ინდუსტრიულ სტანდარტებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება კონსტრუქტორის პოზიციაზე
  • AutoCAD, SolidWorks, Revit და CAD პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (ინგლისური/რუსული)

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30. ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი, ჯავახიშვილის N5. ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კანო
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek