8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

P95J63K5 15 Eyl tarihinde yayınlandı 46 görüntüleme

TNET

TNET

სარეზერვო მომხმარებლის მხარდაჭერის სპეციალისტი

TNET Dış ilan
Tiflis Yarı zamanlı Yönetim / İdari
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 16 Eki tarihine kadar başvurun

შემოუერთდი "TNET"-ის ციფრულ ეკოსისტემას სარეზერვო მომხმარებლის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე!

ვებსაიტი: https://www.tnet.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (სრულ ან ნახევარ განაკვეთზე)

სარეზერვო თანამშრომელს შესაძლებლობა ექნება:

  • სიღრმისეულად შეისწავლოს სატელეფონო მომსახურების სტანდარტები და გაეცნოს კონტენტის მართვის ტექნიკებს;
  • ჩაერთოს რეალურ სამუშაო პროცესში და გამოიმუშაოს პრობლემის გადაჭრის, ეფექტური კომუნიკაციის, პრიორიტეტების დასახვის, გუნდური მუშაობისა და დროის მართვის უნარები;
  • დასაქმდეს სრულ განაკვეთზე მუდმივი ხელშეკრულებით.

შენი როლი "თინეთში":

  • ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის შესწავლა და მომხმარებლისათვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • პრობლემის არსებობის შემთხვევაში ყველა შესაძლო ალტერნატივის მოძიება, მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული გადაწყვეტილების/ალტერნატივის შეთავაზება;
  • ელფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
  • მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:

  • გაქვს ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • ფლობ საოფისე პროგრამების;
  • გლობ ინგლისურ ენას სასაუბრო დონეზე.

"თინეთში" დაგხვდება:

  • ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
  • ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
  • მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
  • მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

  • თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
  • თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
  • თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;
  • რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
TNET
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek