8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

PB03NXNG 18 Eyl tarihinde yayınlandı 36 görüntüleme

ახალი ნათება

ახალი ნათება

განათების გაყიდვების კონსულტანტი

Tiflis Staj Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾1300–1700 / ay 19 Eki tarihine kadar başvurun

"ახალი ნათება" არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების, ავეჯისა და აქსესუარების სფეროში.

კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი და ფლობს 16 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: http://www.newlight.ge

კომპანია "ახალი ნათება" აცხადებს ვაკანსიას განათების გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე ქ.ბათუმში.

ანაზღაურება: 1300-1700 ლარი (ძირითადი ხელფასისა და ბონუსის გათვალისწინებით) (გამოცდილების არ მქონე კანდიდატებს ექნებათ პირველი თვე ანაზღაურებადი სტაჟირება 700 ლარის ოდენობით). სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე. სამუშო საათები: დღეში 8 საათი, 10:00-19:00 სთ შუალედში 1 საათიანი შესვენებით.

დამატებით გთავაზობთ:

  • კომპანიის ხარჯით კერძო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას
  • მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშო გარემოს
  • ზრდისა და განვითარების პერსპექტივას

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
  • მომხმარებლებისათვის კვალიფიციური და გულისხმიერი მომსახურების გაწევა;
  • იზრუნოს მაღაზიაში პროდუქციის სრულყოფილად წარმოჩენასა და დადგენილი სტანდარტებით განთავსებაზე

სასურველი უნარ-ჩვევები:

  • მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი
  • კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარით
  • პუნქტუალური, მოტივირებული და ენერგიული
  • სასურველია რუსული ან/ და ინგლისური ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე
  • სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 18 ოქტომბრისა და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება:, "გაყიდვების კონსულტანტი ბათუმი".

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურებისა და თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ახალი ნათება" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ახალი ნათება
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek