უმცროსი იურისტი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, დამწყებ იურისტს, რომელსაც სურს პროფესიული განვითარება. სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სამართლებრივ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
ძირითადი ფუნქციები:
- კომპანიის იურისტის ასისტირება ყოველდღიურ საქმიანობაში;
- კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციების გაწევა და დასკვნების მომზადებაში ჩართულობა;
- ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება/მომზადება;
- ხელშეკრულებებისა და ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულობა;
- საკანონმდებლო ბაზის მონიტორინგი;
- იურიდიული არქივის მოწესრიგება, წარმოება და დადგენილი წესით შენახვა.
პიროვნული თვისებები:
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებისადმი ყურადღება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სიზუსტე, აკურატულობა;
- ობიექტურობა და პრინციპულობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (СV) 10.10.2026-მდე ელ. მისამართზე გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - "უმცროსი იურისტი."
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.