9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

Q51MW7VJ 1 Eyl tarihinde yayınlandı 45 görüntüleme

ასორტი

ასორტი

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

ასორტი Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 3 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა. თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12 სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი ფუნქციები:

  • კორპორაციული გაყიდვების ბაზრის პოტენციალის შეფასება, კონკურენტების კვლევა, კორპორაციული გაყიდვების დაგეგმარება;
  • ახალი პარტნიორი კომპანიების მოძიება და გაყიდვების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • პარტნიორი კომპანიების საჭიროებების ანალიზი და მათზე მორგებული ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება;
  • არსებული და პოტენციური კორპორაციული მომხმარებლების ბაზის მართვა (CRM) და განახლება;
  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების ორგანიზება, ფასების, პაკეტებისა და პირობების პრეზენტაცია და შეთანხმება;
  • გაყიდვების სრული ციკლის მართვა, კორპორაციულ გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის მაღალი ხარისხით წარმოება და მათი კმაყოფილების უზრუნველყოფა; მომსახურების ხარისხის კონტროლი (პროდუქტი, მიწოდება, სერვისი)
  • მომხმარებლის უკუკავშირის შეგროვება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
  • მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა მომხმარებლებისთვის მიზნობრივი კამპანიების შესაქმნელად;
  • გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი და რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office (Excel, Word, Power Point)).

პიროვნული მახასიათებლები:

  • დროული რეაგირებისა და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ოპერატიულობა;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე, წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ასორტი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek