8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

QR0M5N11 4 Eyl tarihinde yayınlandı 50 görüntüleme

მეპ თრეიდი

მეპ თრეიდი

ინჟინერ-დამპროექტებელი

Tiflis Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 5 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "მეპ თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-დამპროექტებლის პოზიციაზე.

კომპანიის მთავარი საქმიანობაა MEP სისტემების პროექტირება.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სხვადასხვა ტიპის შენობისთვის Plumbing, HVAC სისტემების პროექტირება
  • საინჟინრო გათვლების, ტექნიკური ნახაზების, სქემებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
  • ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება მოქმედი ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
  • MEP სისტემების კოორდინაცია არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და სხვა საინჟინრო მიმართულებებთან.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი საინჟინრო განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი).
  • ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტებისა და საქართველოში მოქმედი ნორმების ცოდნა.
  • პროგრამების ცოდნა: AutoCAD, Revit (ჩაითვლება უპირატესობად).
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაოსთვის საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ძლიერი ანალიტიკური და საორგანიზაციო თვისებები
  • შრომისმოყვარე, ენერგიული და დისციპლინირებული
  • შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს.
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიციის ზუსტი დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
მეპ თრეიდი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek