მზარეული
სასტუმრო „ბუტიკ 32“ აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები: - სტუმრისგან მიღებული შეკვეთების დროული მომსახურების უზრუნველყოფა; - საჭიროების შემთხვევაში, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების პროცესის შესახებ სტუმრების ინფორმირება; - დადგენილი სტანდარტების მიხედვით ჭურჭლის რეცხვა; - სისუფთავის დაცვა და მუდმივი კონტროლი; - უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - რესტორნის მომსახურების სტანდარტების ცოდნა; - სასურველია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბარი; - ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი; - როგორც დამოუკიდებლად ასევე, გუნდთან მუშაობის უნარი; - სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.
პიროვნული თვისებები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი; - ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; - ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა; - პრეზენტაბელური გარეგნობა; - თავაზიანობა; - მოწესრიგებულობა.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
სასტუმრო ,„ბუტიკ 32“ გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.