ენდოსკოპიისა და ენდოსკოპიური ქირურგიის დეპარტამენტის ექიმი-თანაშემწე
16 Kas tarihinde yayınlandı (27 gün kaldı) 13 Ara tarihine kadar başvurun
შპს „თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას ენდოსკოპიისა და ენდოსკოპიური ქირურგიის დეპარტამენტის ექიმი-თანაშემწის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები
- სამედიცინო დოკუმენტაციის (მათ შორის სტაციონარული ისტორიის, ფორმა №IV-100/ა-ს), წარმოება ექიმის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;
- დეპარტამენტის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მართვა და მიმდინარე საკითხების ოპერატიული გადაჭრა;
- ექიმების სამუშაო გრაფიკისა და დაგეგმილი პროცედურების კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი სამედიცინო განათლება ( უპირატესობა მიენიჭება სერტიფიცირებულ ქირურგს).
- სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვება უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ელექტრონულ საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის უნარი;
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ორინეტირებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დინამიკურ გარემოში მუშაობისა და რამდენიმე სამუშაო პროცესის ერდროულად კოორდინაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კონფიდენციალურობის დაცვა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 -17:00 (შაბათი და კვირა - დასვენების დღეები).
- სამუშაო ადგილი: ცენტრალური ფილიანი - თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. №13.
- ანაზღაურება: 1 875 ლარი (GROSS)
დამატებითი სარგებელი
- Todua Cares - უფასო სამედიცინო მომსახურება კლინიკაში;
- FitPass;
- ფინანსური მხარდაჭერა ქორწინებისა და შვილის დაბადების შემთხვევაში;
- წელიწადში ორჯერ დღესასწაულებთან დაკავშირებული ფინანსური ვაუჩერები;
- სტაბილური, განვითარებაზე ორინეტირებული სამუშაო გარემო და პროცესიონალ გუნდთან თანამშრომლობა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/fYe1Sl9c