3D დიზაინერი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
შპს "კახური ტრადიციული მეღვიინეობა" აცხადებს ვაკანსიას 3D დიზაინერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი (საბურთალო, გამრეკელის 2) სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული ანაზღაურება:შეთანხმებით: გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
- 3D მოდელების შექმნა მიწოდებული კონცეფციებისა და რეფერენსების საფუძველზე;
- რენდერების დამზადება;
მოთხოვნები:
- 3D მოდელირების გამოცდილება (სასურველია ავეჯის ან ინტერიერის მიმართულებით)
- შესაბამის პროგრამებში მუშაობის ცოდნა (3ds Max, Blender, SketchUp ან სხვა)
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- კრეატიული
- ორგანიზებული
- პუნქტუალური
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "3D დიზაინერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.