9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

W43Q65NE 9 Eyl tarihinde yayınlandı 55 görüntüleme

ეიჩეს კონსალტინგი

ეიჩეს კონსალტინგი

შრომის უსაფრთხოების მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Güvenlik
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 1 Eki tarihine kadar başvurun

შპს "ეიჩეს კონსალტინგი" არის კომპანია ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების კუთხით, რომელიც ორგანიზაციებს უწევს სრულ მომსახურებას აღნიშნული მიმართულებით.

პოზიცია: შრომის უსაფრთხოების მენეჯერი სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 საათი

ძირითადი მოვალეობები:

  • შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე ობიექტზე შესაბამისი სამუშაოების განხორციელება
  • შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მათთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა
  • ობიექტის რისკების შეფასების და მაკორექტირებელი ღონისძიებების წარმოება
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება
  • დროებითი სამუშაოების საფრთხეებისა და რისკების კონტროლი
  • შიდა აუდიტის პერიოდული ჩატარების ორგანიზება
  • ორგანიზაციაში ახალი მიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა
  • მენეჯმენტის ინფორმირება უბედური შემთხვევების, ინციდენტების და საწარმო ტრავმების შესახებ. ** მათი აღრიცხვა, ანგარიში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარება
  • სახანძრო ინსტრუქციების შემუშავება და იმიტაციების ჩატარება
  • საკანონმდებლო სიახლეების ასახვა ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მარეგულირებელ არსებულ დოკუმენტებში
  • ორგანიზაციის მენეჯმენტის კონსულტირება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე
  • რეპორტინგის წარმოება

განათლება, უნარები, დამატებითი ცოდნა & თვისებები:

  • უმაღლესი აკადემიური განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
  • სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა. უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებსაც გააჩნიათ საერთაშორისო სერტიფიკატი ან/და საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება
  • შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
  • სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ცოდნა
  • სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
  • სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
  • სავალდებულოა ინსპექტირების ჩატარების ტექნიკის ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სასურველია ავტომანქანის ფლობა შესაბამისი მართვის მოწმობით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე არაუგვიანეს 2026 წლის 30 სექტემბრისა.

გთხოვთ, ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება, სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და არ გადაეცემა მესამე მხარეს.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ეიჩეს კონსალტინგი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek