9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

WF7D5QN5 17 Eyl tarihinde yayınlandı 30 görüntüleme

The Design Mall

The Design Mall

მარაგების მართვის მენეჯერი

The Design Mall Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 18 Eki tarihine kadar başvurun

"DESIGN MALL" არის დიზაინისა და სარემონტო მასალების მოლი თბილისში, სადაც ერთ სივრცეში შეგიძლიათ შეარჩიოთ სარემონტო მასალები, ავეჯი და დეკორი, ასევე მიიღოთ პროფესიონალი დიზაინერებისა და არქიტექტორების მომსახურება.

მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ მარაგების მართვის მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო მასალებისა და პროდუქციის მარაგების მართვა და კონტროლი;
  • საწყობში მასალების მიღების, განთავსებისა და გაცემის პროცესების კონტროლი;
  • საწყობებისა და სამშენებლო ობიექტების მარაგების მდგომარეობის მონიტორინგი;
  • ინვენტარიზაციის პროცესების ორგანიზება და შედეგების კონტროლი;
  • ფაქტობრივ და სისტემურ ნაშთებს შორის სხვაობების გამოვლენა და ანალიზი;
  • დეფიციტური და ჭარბი მარაგების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
  • ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მარაგების მართვის, საწყობის ან ლოგისტიკის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • საწყობისა და მარაგების აღრიცხვის პროცესების ცოდნა;
  • ERP/WMS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Excel-ის კარგი/მაღალი დონით ცოდნა;
  • მარაგების მოძრაობისა და ნაშთების კონტროლის გამოცდილება

უპირატესობად ჩაითვლება:

  • სამშენებლო მასალების საწყობში მუშაობის გამოცდილება;
  • ERP/WMS სისტემებით მარაგების მართვის მიმართულებით მუშაობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება)

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს დიზაინ მოლის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. შესაბამისი მოთხოვნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
The Design Mall
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek