მიმღების თანამშრომელი
"ბაზზარ ბუტიკ სასტუმრო" აცხადებს ვაკანსიას მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე.
ანაზღაურება და პირობები:
- 1 200 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);
- ბონუსი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვება;
- უნიფორმით უზრუნველყოფა.
გრაფიკი:
- 4 სამუშაო დღე, 4 დღე დასვენება (მცოცავი გრაფიკი);
- დღისა და ღამის 12-საათიანი ცვლები (2 დღე, 2 ღამე).
სამუშაოს აღწერილობა:
- სტუმრების მიღება-განთავსება (check-in);
- სტუმრების სასტუმროდან გაწერა (check-out);
- სტუმრების მოთხოვნებისა და პრობლემების მართვა;
- სტუმრების ანგარიშების მართვა;
- დეპარტამენტებს შორის კომუნიკაციაზე პასუხისმგებლობა;
- როგორც შიდა, ასევე - გარე ზარების მიღება-გადამისამართება;
- ელექტრონული კორესპონდენცია;
- ოთახის ჯავშნების მიღება;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- სამუშაო ინვენტარისა და ტექნიკის მონიტორინგი, გაუმართაობის შემთხვევაში - რეპორტინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია რუსული ენის ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
გთხოვთ შეტყობინების "subject" ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრების საფუძველზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.