აკადემიური კონკურსი - ბიზნესის სკოლა
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" 2026 წლის 6 აგვისტოდან აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესის სკოლის პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგ მიმართულებებზე:
მიმართულებები, საკონკურსო ვაკანსიები:
- მენეჯმენტი - პროფესორი - 1 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ფინანსები - პროფესორი - 1 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
- მარკეტინგი - ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია;
- ეკონომიკა - ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ბუღალტერია და აუდიტი - პროფესორი - 1 ვაკანსია;
პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით.
აკადემიური თანამდებობის დაკავების კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, შემდეგი კრიტერიუმებით:
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა; ** ინგლისური ენის B2+ დონის დამადასტურებელი დოკუმენტი; ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მითითებულ რომელიმე მოთხოვნას: ** Scopus ან Web of Science Core Collection-ის (SCIE, SSCI, AHCI) ინდექსებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები. შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება Q1 ან Q2 კვარტილის ჟურნალებში გამოქვეყნებულ ნაშრომებს (Journal Citation Reports ან Scopus/SJR-ის კლასიფიკაციის მიხედვით). ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებებისთვის დამატებით გათვალისწინებული იქნება CABS Academic Journal Guide (AJG)-ის რეიტინგი. ** ციტირების მაჩვენებლების შეფასების მიზნით კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს Google Scholar-ისა და Scopus / Web of Science Researcher Profile-ის ბმულები, შესაბამისი h-ინდექსისა და ციტირების მაჩვენებლების მითითებით. ** შესაბამისი მიმართულებით პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება. კერძოდ, განხორციელებული გამოყენებითი კვლევები ან/და ბიზნეს-ქეისები (Case Studies), ან/და ინდუსტრიული საკონსულტაციო პროექტები ან/და საერთაშორისო გრანტები. შენიშვნა: უპირატესობის მინიჭება მოხდება უკეთესი მაჩვენებლების მქონე პირისათვის.
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა; ** ინგლისური ენის B2+ დონის დამადასტურებელი დოკუმენტი ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მითითებულ რომელიმე მოთხოვნას: ** Scopus ან Web of Science Core Collection-ის (SCIE, SSCI, AHCI) ინდექსებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები. შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება Q1 ან Q2 კვარტილის ჟურნალებში გამოქვეყნებულ ნაშრომებს (Journal Citation Reports ან Scopus/SJR-ის კლასიფიკაციის მიხედვით). ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებებისთვის დამატებით გათვალისწინებული იქნება CABS Academic Journal Guide (AJG)-ის რეიტინგი. ** ციტირების მაჩვენებლების შეფასების მიზნით კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს Google Scholar-ისა და Scopus ან Web of Science Researcher Profile-ის ბმულები, შესაბამისი h-ინდექსისა და ციტირების მაჩვენებლების მითითებით. ** შესაბამისი მიმართულებით პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება. კერძოდ, განხორციელებული გამოყენებითი კვლევები ან/და ბიზნეს-ქეისები (Case Studies), ან/და ინდუსტრიული საკონსულტაციო პროექტები ან/და საერთაშორისო გრანტები. შენიშვნა: უპირატესობის მინიჭება მოხდება უკეთესი მაჩვენებლების მქონე პირისათვის.
თუ კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე ძირითადი საკონკურსო კრიტერიუმებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიების რაოდენობას, გამარჯვებულთა შესარჩევად გამოყენებული იქნება შემდეგი დამატებითი კრიტერიუმები:
- შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
- პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
- საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება;
- საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი ფორმის შესაბამისად (მიუთითეთ მხოლოდ ერთი პოზიცია/მიმართულება) (იხ. დანართი);
- კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმით (იხ. დანართი);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მიღებული განათლების/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ან/და შესაბამისი მიმართულებით პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
- აკადემიური საქმიანობის ხედვა;
- პუბლიკაციები;
- შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსები;
- ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ";
- ცნობა "უფლების ჩამორთმევის შესახებ" (საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება/საქმიანობა ეკრძალება სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირს ან/და სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებაჩამორთმეულ პირს);
- ინგლისური ენის (მინიმუმ B2+) დონის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
- დარგის შესაბამისი 3 წლიანი სამეცნიერო კვლევის ხედვა (რომლის ხარისხის შეფასდება გარე შემფასებლების/ექსპერტების მიერ, ანონიმურობის პრინციპის დაცვით);
- ბოლო 3-5 წლის განმავლობაში განხორციელებული სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ანგარიში;
ინგლისური ე
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.