8878 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Y9R0FZNJ გამოქვეყნდა 11 სექ 4 ნახვა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

აკადემიური კონკურსი - ბიზნესის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი განათლება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" 2026 წლის 6 აგვისტოდან აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესის სკოლის პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგ მიმართულებებზე:

მიმართულებები, საკონკურსო ვაკანსიები:

** მენეჯმენტი - პროფესორი - 1 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ფინანსები - პროფესორი - 1 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია; ** მარკეტინგი - ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია; ** ეკონომიკა - ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ბუღალტერია და აუდიტი - პროფესორი - 1 ვაკანსია;

პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით.

აკადემიური თანამდებობის დაკავების კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, შემდეგი კრიტერიუმებით:

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა; ** ინგლისური ენის B2+ დონის დამადასტურებელი დოკუმენტი; ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მითითებულ რომელიმე მოთხოვნას: ** Scopus ან Web of Science Core Collection-ის (SCIE, SSCI, AHCI) ინდექსებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები. შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება Q1 ან Q2 კვარტილის ჟურნალებში გამოქვეყნებულ ნაშრომებს (Journal Citation Reports ან Scopus/SJR-ის კლასიფიკაციის მიხედვით). ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებებისთვის დამატებით გათვალისწინებული იქნება CABS Academic Journal Guide (AJG)-ის რეიტინგი. ** ციტირების მაჩვენებლების შეფასების მიზნით კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს Google Scholar-ისა და Scopus / Web of Science Researcher Profile-ის ბმულები, შესაბამისი h-ინდექსისა და ციტირების მაჩვენებლების მითითებით. ** შესაბამისი მიმართულებით პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება. კერძოდ, განხორციელებული გამოყენებითი კვლევები ან/და ბიზნეს-ქეისები (Case Studies), ან/და ინდუსტრიული საკონსულტაციო პროექტები ან/და საერთაშორისო გრანტები. შენიშვნა: უპირატესობის მინიჭება მოხდება უკეთესი მაჩვენებლების მქონე პირისათვის.

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა; ** ინგლისური ენის B2+ დონის დამადასტურებელი დოკუმენტი ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მითითებულ რომელიმე მოთხოვნას: ** Scopus ან Web of Science Core Collection-ის (SCIE, SSCI, AHCI) ინდექსებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები. შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება Q1 ან Q2 კვარტილის ჟურნალებში გამოქვეყნებულ ნაშრომებს (Journal Citation Reports ან Scopus/SJR-ის კლასიფიკაციის მიხედვით). ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებებისთვის დამატებით გათვალისწინებული იქნება CABS Academic Journal Guide (AJG)-ის რეიტინგი. ** ციტირების მაჩვენებლების შეფასების მიზნით კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს Google Scholar-ისა და Scopus ან Web of Science Researcher Profile-ის ბმულები, შესაბამისი h-ინდექსისა და ციტირების მაჩვენებლების მითითებით. ** შესაბამისი მიმართულებით პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება. კერძოდ, განხორციელებული გამოყენებითი კვლევები ან/და ბიზნეს-ქეისები (Case Studies), ან/და ინდუსტრიული საკონსულტაციო პროექტები ან/და საერთაშორისო გრანტები. შენიშვნა: უპირატესობის მინიჭება მოხდება უკეთესი მაჩვენებლების მქონე პირისათვის.

თუ კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე ძირითადი საკონკურსო კრიტერიუმებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიების რაოდენობას, გამარჯვებულთა შესარჩევად გამოყენებული იქნება შემდეგი დამატებითი კრიტერიუმები:

** შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები; ** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა; ** საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება; ** საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი ფორმის შესაბამისად (მიუთითეთ მხოლოდ ერთი პოზიცია/მიმართულება) (იხ. დანართი); ** კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმით (იხ. დანართი); ** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ** მიღებული განათლების/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); ** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ან/და შესაბამისი მიმართულებით პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** პუბლიკაციები; ** შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსები; ** ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ"; ** ცნობა "უფლების ჩამორთმევის შესახებ" (საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება/საქმიანობა ეკრძალება სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირს ან/და სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებაჩამორთმეულ პირს); ** ინგლისური ენის (მინიმუმ B2+) დონის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი; ** დარგის შესაბამისი 3 წლიანი სამეცნიერო კვლევის ხედვა (რომლის ხარისხის შეფასდება გარე შემფასებლების/ექსპერტების მიერ, ანონიმურობის პრინციპის დაცვით); ** ბოლო 3-5 წლის განმავლობაში განხორციელებული სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ანგარიში;

ინგლისური ე

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა