ოპერაციების მენეჯერი
"JOY" არის ქართული გამაგრილებელი სასმელის ბრენდი, რომლის პროდუქციაც იყიდება საქართველოს მასშტაბით 1000+ ორგანიზებულ და არა ორგანიზებულ სავაჭრო ობიექტში. "JOY" არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია ქართულ ბაზარზე და ამ ეტაპისთვის ეძებს შესაბამის ადამიანებს, რათა თანამედროვე ორგანიზაციული სტრუქტურა შედგებოდეს ისეთი კადრებისგან, ვინც სტრუქტურის კონკრეტულ რგოლებს შესაბამისად აამოქმედებს.
პოზიცია: Operations Manager — ოპერაციების მენეჯერი
რას გთავაზობთ:
- ხელფასი: ₾1, 200-₾1, 500
- საქმის შესრულების მიმოხილვა და ანაზღაურების გადახედვა 6 თვის შემდეგ
- ნათლად განსაზღვრული პასუხისმგებლობა - იცი ზუსტად რაზე ხარ პასუხისმგებელი და რაზე არა;
რას გააკეთებ:
მიწოდება
- მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი;
- მარშრუტების დაგეგმვა;
- დისტრიბუტორების კოორდინაცია და მათი ეფექტურობის კონტროლი;
- მიწოდების დოკუმენტაცია და დადასტურება;
მარაგები
- მარაგების ყოველკვირეული აღრიცხვა და შედარება სისტემასთან;
- პარტნიორ საწარმოსთან ურთიერთობა;
- საწყობის წესრიგი და პროდუქციის მდგომარეობის კონტროლი;
ინვენტარი
- ინვენტარის შეძენის, ბრენდირებისა და ტრანსპორტირების ორგანიზება;
- განთავსება ობიექტზე ხელმოწერილი მიღება-ჩაბარებით;
- ინვენტარის სრული რეესტრის წარმოება;
- კვარტალური აუდიტი ადგილზე; არააქტიური ობიექტებიდან ინვენტარის დაბრუნება და ხელახლა განთავსება;
ყოველდღიური ოპერაციები და ხარჯები
- დისტრიბუციაზე პასუხისმგებელი პირების, ტრანსპორტისა და საწვავის კოორდინაცია;
- ოპერაციული ხარჯების აღრიცხვა დამტკიცებულ ბიუჯეტში;
რეპორტინგი: ყოველკვირეული რეპორტი: დროული და სრული მიწოდების პროცენტი, მარაგების მდგომარეობა, ამოწურვის შემთხვევები, ინვენტარის რეესტრის მდგომარეობა;
ვის ვეძებთ:
აუცილებელი
- 1-3-წლიანი გამოცდილება ლოგისტიკის, სასაწყობე ან დისტრიბუციის სფეროში;
- წვრილი და მსხვილი დავალებების ზედმიწევნით შესრულების უნარი;
- Excel/Google Sheets - ფორმულები და ფილტრები თავისუფლად;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა და მზადყოფნა ყოველდღიური გადაადგილებისთვის;
უპირატესობა
- გამოცდილება FMCG-ში, სასმელების ან კვების პროდუქტების დისტრიბუციაში
- საწყობის ან მარაგის აღრიცხვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე CV მითითებულ მეილზე.
გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.