8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

ZK8R2GAP 27 Ağu tarihinde yayınlandı 49 görüntüleme

ვილა მოსავალი

ვილა მოსავალი

მცხობელი

Tiflis Tam zamanlı Gıda / Restoranlar
Oturum açın ve başvurun
₾2000 / ay 28 Eyl tarihine kadar başvurun

სასტუმრო-კომპლექსი "ვილა მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას მცხობლის პოზიციაზე. "ვილა მოსავალი" მდებარეობს ნატახტარში, სოფელ ახალუბანში და აერთიანებს სასტუმროს, ქართულ და ევროპულ რესტორნებსა და მასშტაბურ საბანკეტო და ღონისძიებების სივრცეებს.

სამუშაო ადგილი: ნატახტარი, სოფელი ახალუბანი დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • სხვადასხვა სახეობის პურის, ხაჭაპურისა და სხვა ცომეულის მომზადება დამტკიცებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით;
  • ცომის მოზელა, დამუშავება, დაყოვნება და ცხობის პროცესის სრულად მართვა;
  • ნედლეულის ხარისხის, ვარგისიანობისა და სწორად შენახვის კონტროლი;
  • პროდუქციის გემოს, ვიზუალური მხარისა და პორციების სტანდარტის დაცვა;
  • სამუშაო ადგილის, ინვენტარისა და ტექნიკის სისუფთავისა და გამართულობის უზრუნველყოფა;
  • სურსათის უვნებლობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • სამზარეულოს გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობა და შეკვეთების დროული შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პურის, ხაჭაპურისა და სხვადასხვა სახეობის ცომეულის მომზადების პრაქტიკული გამოცდილება;
  • ცომის მომზადებისა და ცხობის ტექნოლოგიის ცოდნა;
  • ხარისხზე ორიენტირებულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;
  • დატვირთულ გარემოში მუშაობისა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 5/2, ცვლების შესაბამისად; ** სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 9 საათი, მათ შორის 1-საათიანი შესვენება; ** ანაზღაურება: 2000 ლარი ხელზე; ** კვებით უზრუნველყოფა; ** ტრანსპორტირება თბილისიდან; ** საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროს მიმდებარედ თანამშრომლებისთვის განკუთვნილი საცხოვრებლით უზრუნველყოფა; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა. განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ — "მცხობელი".

პერსონალური მონაცემების დაცვა:

კანდიდატის მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება მხოლოდ შერჩევის მიზნით და შეინახება პროცესის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ვილა მოსავალი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek