9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

ZT7YGAR6 12 Eyl tarihinde yayınlandı 44 görüntüleme

სამკაულების სალონი 37

სამკაულების სალონი 37

მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Pazarlama / Halkla İlişkiler
Oturum açın ve başvurun
₾1500 / ay 13 Eki tarihine kadar başvurun

"სამკაულების სალონი 37" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 3ა

"Jewelry Salon 37" არის ხელნაკეთი მინანქრის სამკაულების სალონი, რომელიც აერთიანებს გამორჩეულ დიზაინს, ხელნაკეთობასა და თანამედროვე ხედვას. ვეძებთ კრეატიულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იზრუნებს როგორც სოციალური მედიის მართვასა და განვითარებაზე, ასევე მომხმარებლებთან კომუნიკაციასა და გაყიდვების პროცესზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალური მედიის გვერდების ყოველდღიური მართვა და განვითარება; ** პროდუქციისთვის კრეატიული კონტენტისა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა; ** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; ** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** გაყიდვების პროცესის მართვა და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება; ** ახალი პროდუქტებისა და კოლექციების პრეზენტაციისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ** სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა. სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სოციალური მედიის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო;
  • გაყიდვების ან მომხმარებლებთან კომუნიკაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მაღალი მოტივაცია, ორგანიზებულობა და სწრაფად სწავლის უნარი;
  • კრეატიული აზროვნება და პროდუქტების საინტერესო ფორმით წარმოჩენის უნარი;
  • ტექნოლოგიებთან და ციფრულ პლატფორმებთან სიახლოვე;
  • კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სასურველია ინტერესი სამკაულების, დიზაინის, ხელოვნებისა და მოდის მიმართ.

რას გთავაზობთ:

  • მინიმალური ანაზღაურება 1500 ლარიდან;
  • ბონუსებისა და დატვირთვის მიხედვით ანაზღაურება შეიძლება გაიზარდოს 3000 ლარამდე;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
  • შესაძლებლობა, გახდე ჩვენი ბრენდის მნიშვნელოვანი ნაწილი და მონაწილეობა მიიღო მის განვითარებაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV.

ასევე, სასურველია გამოგვიგზავნოთ 1-წუთიანი მოკლე ვიდეო, სადაც ისაუბრებთ თქვენს საყვარელ სამკაულზე, ნივთზე ან პროდუქტზე და ეცდებით, მოკლედ და საინტერესოდ წარმოგვიდგინოთ იგი ისე, თითქოს მომხმარებელს სთავაზობთ.

ვიდეოს საშუალებით გვინდა უკეთ გავიცნოთ თქვენი კომუნიკაციის სტილი, კრეატიულობა, ენერგია და ის, თუ რამდენად ბუნებრივად შეგიძლიათ პროდუქტის საინტერესო ფორმით წარმოჩენა და გაყიდვა.

CV-სა და ვიდეოს გამოგზავნა შეგიძლიათ ელფოსტაზე.

Facebook: https://www.facebook.com/profile.php?id=100090740752020 Instagram: https://www.instagram.com/jewelrysalon37

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სამკაულების სალონი 37
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek