მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი
"სამკაულების სალონი 37" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 3ა
"Jewelry Salon 37" არის ხელნაკეთი მინანქრის სამკაულების სალონი, რომელიც აერთიანებს გამორჩეულ დიზაინს, ხელნაკეთობასა და თანამედროვე ხედვას. ვეძებთ კრეატიულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იზრუნებს როგორც სოციალური მედიის მართვასა და განვითარებაზე, ასევე მომხმარებლებთან კომუნიკაციასა და გაყიდვების პროცესზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სოციალური მედიის გვერდების ყოველდღიური მართვა და განვითარება;
- პროდუქციისთვის კრეატიული კონტენტისა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- გაყიდვების პროცესის მართვა და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
- ახალი პროდუქტებისა და კოლექციების პრეზენტაციისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
- სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სოციალური მედიის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო;
- გაყიდვების ან მომხმარებლებთან კომუნიკაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მაღალი მოტივაცია, ორგანიზებულობა და სწრაფად სწავლის უნარი;
- კრეატიული აზროვნება და პროდუქტების საინტერესო ფორმით წარმოჩენის უნარი;
- ტექნოლოგიებთან და ციფრულ პლატფორმებთან სიახლოვე;
- კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
- სასურველია ინტერესი სამკაულების, დიზაინის, ხელოვნებისა და მოდის მიმართ.
რას გთავაზობთ:
- მინიმალური ანაზღაურება 1500 ლარიდან;
- ბონუსებისა და დატვირთვის მიხედვით ანაზღაურება შეიძლება გაიზარდოს 3000 ლარამდე;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- შესაძლებლობა, გახდე ჩვენი ბრენდის მნიშვნელოვანი ნაწილი და მონაწილეობა მიიღო მის განვითარებაში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV.
ასევე, სასურველია გამოგვიგზავნოთ 1-წუთიანი მოკლე ვიდეო, სადაც ისაუბრებთ თქვენს საყვარელ სამკაულზე, ნივთზე ან პროდუქტზე და ეცდებით, მოკლედ და საინტერესოდ წარმოგვიდგინოთ იგი ისე, თითქოს მომხმარებელს სთავაზობთ.
ვიდეოს საშუალებით გვინდა უკეთ გავიცნოთ თქვენი კომუნიკაციის სტილი, კრეატიულობა, ენერგია და ის, თუ რამდენად ბუნებრივად შეგიძლიათ პროდუქტის საინტერესო ფორმით წარმოჩენა და გაყიდვა.
CV-სა და ვიდეოს გამოგზავნა შეგიძლიათ ელფოსტაზე:
ან WhatsApp-ზე:
Facebook: https://www.facebook.com/profile.php?id=100090740752020
Instagram: https://www.instagram.com/jewelrysalon37
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.