9,156 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

02H5NG4P გამოქვეყნდა 24 სექ 7 ნახვა

პალიტრა ჰოლდინგი

პალიტრა ჰოლდინგი

დირექტორი

პალიტრა ჰოლდინგი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 25 ოქტ

"პალიტრა ჰოლდინგი"-ს შვილობილი ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბიზნეს მიზნების მისაღწევად საწარმოო ოპერაციების ეფექტიანი მართვა, ახალი სტრატეგიების შემუშავება;
  • გაყიდვების პროცესის მართვაში აქტიური ჩართულობა, გაყიდვების გეგმების დასახვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
  • წარმოების პროცესების მონიტორინგი, ხარვეზების იდენტიფიკაცია და გაუმჯობესება საუკეთესო შედეგის მიღწევისთვის;
  • თანამშრომელთა მოტივაციაზე ზრუნვა, სწავლება და მათი საჭიროებების გამოვლენა;
  • კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი, გაყიდვების სტიმულირება;
  • კომპანიის განვითარების სტრატეგიული დაგეგმვა და მისი გეგმების განხორციელება;
  • კომპანიის ბიზნეს პროცესების სტრატეგიული დაგეგმვა;
  • კომპანიის ეფექტური ადმინისტრაციული და ეკონომიკური საქმიანობის ჩამოყალიბება;
  • ბიზნეს პროცესების, სტრუქტურის, სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შემუშავება და ოპტიმიზაცია;
  • ხარჯების კონტროლი პერსონალის ბიუჯეტის რაციონალურ გამოყენებაზე;
  • ადმინისტრაციული და ბიზნეს საჭიროებებისთვის ბიუჯეტის შედგენა და კონტროლი ხარჯების ოპტიმიზაციისთვის;
  • ანგარიშგების წარმოება კომპანიის დამფუძნებლებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • აუცილებელია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • კომერციული მიმართულების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უპირატესობად ჩაითვლება კომპანიის დირექტორის ან პირველი პირის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ძლიერი მენეჯერული უნარების მქონე;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 24 ოქტომბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
პალიტრა ჰოლდინგი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა