7962 активных вакансий
← Все вакансии

0337VRJ2 Опубликовано 25 авг 1 просмотров

ჭურჭლის მრეცხავი

Fabrika Hostel via hr.ge
Тбилиси Полная занятость Общепит / рестораны
₾1100 / мес Приём откликов до

,,Hostel Fabrika • ფაბრიკა’’ აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის N8 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე 2 დასვენების დღე. 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 1 საათი შესვენება. ანაზღაურება: 1100 ლარი

ძირითადი მოვალეობები: - სამზარეულოს სრული ინვენტარის დასუფთავება, სანიტარიზაცია და მუდმივი კონტროლი (ჭურჭელი, გაზქურა, გამწოვი, მაცივრები და ა.შ) - დაასუფთაოს სამზარეულოს,ბარის ,კაფეტერიის,საბანკეტო სთორების და სტუმრების სამზარეულოს ტერიტორია; - დაიცვას ჰიგიენური და სანიტარული ნორმები.

ჩვენ გთავაზობთ: - გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე; - კონკურენტულ ანაზღაურებას; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას; - ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას; - მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე: +995551915003

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სს „ნინომ“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Пожаловаться

О работодателе
Fabrika Hostel
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно