8893 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

03X9KDVP გამოქვეყნდა 2 სექ 4 ნახვა

ქოლ-ცენტრის ვიდეო ბანკირი

კრედო ბანკი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ქოლ-ცენტრის ვიდეო ბანკირი,

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი პოზიცია: ქოლ-ცენტრის ვიდეო ბანკირი სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 92 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა, საბანკო პროდუქტების პირობების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება, კონსულტირება.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.

საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია. #ჩვენვქმნითშესაძლებლობებს #ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ: - პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს; - სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს; - პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს; - კორპორატიულ ღონისძიებებს; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

ძირითადი პასუხისმგებლობები: - შემომავალი ვიდეო ზარების მიღება/დამუშავება და მომხმარებელთა მომსახურება სტანდარტების და ვიდეო ბანკის პოლიტიკის დაცვით; - მომხმარებლებისათვის სრულყოფილად ინფორმაციის მიწოდება და კონსულტირება ბანკის სერვისებისა და პროცედურების შესახებ; - კლიენტებთან კომუნიკაცია სატელეფონო და ვიდეო ზარის მეშვეობით; - მომხმარებელთა მომსახურება კრედო ბანკის საკომუნიკაციო არხების მეშვეობით მომსახურების სტანდარტების დაცვით; - მომხმარებლების სრულფასოვანი ინფორმირება მათი არსებული პროდუქტების შესახებ; - მომხმარებლების უკმაყოფილო მიზეზით მომართვის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, მომხმარებელთა საჩივრების მართვის პოლიტიკის შესაბამისად მოქმედება და/ან დახმარების გაწევა, კომპეტენციის ფარგლებში; - პროცედურის დარღვევების/ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება და შესაბამისი დეპარტამენტების/პირების ინფორმირება; - პოტენციური მომხმარებელთათვის საბანკო პროდუქტების გაცნობა, გაყიდვისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით; - გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება; - მომხმარებლების დაინტერესება კრედო ბანკის პროდუქტებითა და მომსახურებით, მათთვის განაცხადის რეგისტრირება; - დასახული გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები: - უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან საბანკო საქმის მიმართულებით; - საბანკო პროგრამა CSS-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; - საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Word, Excel); - ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე; - რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; - ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; - გუნდში მუშაობის უნარი; - ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - თვითმოტივირებული;

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 23 სექტემბერი, 2026 წელი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კრედო ბანკი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის