8,885 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

04KVBXX8 გამოქვეყნდა 22 სექ 4 ნახვა

კონსილიუმ მედულა

კონსილიუმ მედულა

ფინანსური მენეჯერი

კონსილიუმ მედულა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 23 ოქტ

"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

"კონსილიუმ მედულა" ეძებს გუნდის ახალ წევრს ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 6გ სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: შეთანხმებით

პასუხისმგებლობები:

  • შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი, ბუღალტრული ანგარიშგებების მომზადება;
  • საგადასახადო და ფინანსური ანგარიშების წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, IFRS სტანდარტებთან შესაბამისობაში;
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და აქტივების აღრიცხვა;
  • თანამშრომლობა აუდიტორებთან და საგადასახადო ორგანოებთან საჭიროების შემთხვევაში;
  • ფინანსური დოკუმენტაციის მოწესრიგება და კონტროლი;
  • ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და მართვა;
  • თანამშრომელთა ხელფასების ყოველთვიური გამოთვლა და თითოეულ თანამშრომელთან ხელფასის ამონაწერის გაზიარება;
  • კლინიკიდან გასაწერი პაციენტების ფინანსური მდგომარეობის შემოწმება (დავალიანებები, გადახდები) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით;
  • არსებული შიდა პროგრამიდან საჭირო რეპორტების მომზადება;
  • საჭიროებისამებრ დახმარება ფინანსური მენეჯერისთვის დამატებით ანალიტიკურ და ადმინისტრაციულ ამოცანებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბუღალტრული ან ფინანსური განათლება (ბაკალავრი);
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია სამედიცინო სფეროში);
  • ბუღალტრული პროგრამების (მაგ., ORIS) ცოდნა სასურველია;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
  • IFRS სტანდარტების ცოდნა;
  • საბანკო ოპერაციებთან და ანგარიშგებებთან მუშაობის გამოცდილება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა;
  • MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) კარგად ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო.
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
  • ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 22 ოქტომბრამდე. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ფინანსური მენეჯერი".

"კონსილიუმ მედულა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კონსილიუმ მედულა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა