8382 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

098VVWVD გამოქვეყნდა 3 სექ 4 ნახვა

მთავარი ბუღალტერი

ლუკა პოლარე გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დეპარტამენტის გუნდში მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

თუ შენი პროფესია გიყვარს და გსურს შენი ცოდნა ყველაზე ფერად და გემრიელ ბრენდთან მუშაობისას გამოიყენო, ჩვენ გთავაზობთ პროფესიული განვითარების და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას სასიამოვნო, გუნდურ და მეგობრულ სამუშაო გარემოში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - კომპანიის საბუღალტრო საქმიანობისა და პროცესების სრული მართვა და კონტროლი; - საბუღალტრო ოპერაციების სიზუსტისა და დროული აღრიცხვის უზრუნველყოფა; - საგადასახადო დეკლარაციების მომზადებისა და წარდგენის, ასევე საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა; - საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი და მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; - ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ანალიზი; - საბანკო ოპერაციების, გადახდებისა და ფინანსური ტრანზაქციების კონტროლი; - საბუღალტრო გუნდის მართვა, სამუშაოს განაწილება და შედეგების კონტროლი; - საბუღალტრო პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესება და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დანერგვა; - შიდა და გარე აუდიტის პროცესების კოორდინაცია და აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; - მენეჯმენტისთვის ზუსტი და დროული ფინანსური ინფორმაციის მომზადება; - პროფესიული ცოდნისა და მოქმედი კანონმდებლობის მუდმივი განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში; - 3–5 წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება; - მთავარი ბუღალტრის ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - ბუღალტრული და საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა; - ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა; - საბუღალტრო პროგრამებისა და MS პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; - განვითარებული ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები; - აუდიტთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები: - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები; - დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი; - ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდის მართვის უნარები; - ვადებში მუშაობისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი; - კონფიდენციალურობისა და პროფესიული კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტი.

ვაკანსიის სანახავად გთხოვთ გადადით ბმულზე: https://lucapolare.selfrecruit.ge/s/EdYTy

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ლუკა პოლარე
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის