8487 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

0FEZ0WD0 გამოქვეყნდა 3 სექ 3 ნახვა

სერვისის კონსულტანტი

iSpace გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1351 / თვეში ბოლო ვადა:

გინდა, რომ შენი კარიერა ტექნოლოგიებთან და საერთაშორისო კომპანიასთან იყოს დაკავშირებული? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვის არის!

"iSpace" - Apple-ის ერთადერთი Premium Partner მაღაზიათა ქსელი საქართველოში, აცხადებს სერვისის კონსულტანტის ვაკანსიას და გიწვევს, რომ იმუშაო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ და პოპულარულ ბრენდთან.

დღეს "iSpace" საქართველოში წარმოდგენილია 7 საცალო მაღაზიათა ქსელის ფილიალით და აგრძელებს განვითარებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმებას საერთაშორისო ორგანიზაციაში; ** მუშაობას Apple-ის ოფიციალურ პარტნიორთან; ** წვდომას Apple-ის უნიკალურ სასწავლო პლატფორმასთან; ** თანამედროვე და ინოვაციურ სამუშაო გარემოს; ** კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათთვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა; ** დეფექტური პროდუქტების მიღება და სერვისის პროცესის მართვა; ** მომხმარებლებისთვის პროდუქტის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევა; ** სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების გაყიდვა; ** პროცედურებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა; ** კოორდინაცია ტექნიკურ დეპარტამენტებთან; ** მუშაობა Apple-ის და 1C სისტემებში.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდურად მუშაობის უნარი; ** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (მინიმუმ B2 დონე).

კონკურენტული ანაზღაურება და საბონუსე სისტემა:

** ფიქსირებული ანაზღაურება: 1, 351 ლარიდან; ** გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე; ** ბონუსის მიღების შესაძლებლობა შესაძლებელია გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაშიც — ინდივიდუალური შედეგებისა და შესრულების მაჩვენებლების შესაბამისად; ** გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ: ფიქსირებული ანაზღაურება იზრდება 1, 615 ლარამდე და დამატებით აქტიურდება საბონუსე სისტემა, რომელიც დამოკიდებულია სერვისების გაყიდვების შედეგებზე.

კარიერული განვითარება და დამატებითი ბენეფიტები:

** კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების რეალური შესაძლებლობები; ** თანამშრომელთა ლოიალურობის პროგრამა; ** სამუშაოდ საჭირო MacBook.

თუ მზად ხარ, გახდე წარმატებული საერთაშორისო გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ბმულზე.

შენი კარიერა იწყება აქ!

ლინკი: https://hel-ai.com/apply/073xwe4d

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
iSpace
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის