9834 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

0HRH15XN გამოქვეყნდა 6 ოქტ 33 ნახვა

ტურისტული კომპლექსის მენეჯერი

ყვარლის ღვინის გვირაბი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾4000 / თვეში +88% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,130 ₾ · 126 განცხადება ბოლო ვადა: 7 ნოე

უმაღლესი კლასის რესტორანი "ხარება", რომელიც მდებარეობს ყვარელში, ტურისტული კომპლექს გვირაბის ტერიტორიაზე, მთაზეა განთავსებული. იგი წარმოადგენს არქიტექტურულ ნიმუშს, რომელშიც არის გამოყენებული თანამედროვე და კლასიკური ქართული არქიტექტურული ელემენტები და მაქსიმალურად არის შერწყმული ბუნებასთან. რესტორნის ვერანდა და სამსართულიანი კოშკიდან გადაშლილი ალაზნის ველის შთამბეჭდავი ხედი ტურისტულ კომპლექსს დასვენების საუკეთესო ადგილად აქცევს.

შპს "ყვარლის ღვინის გვირაბი" აცხადებს ვაკანსიას ყვარლის ღვინის გვირაბის ტურისტული კომპლექსის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: კახეთი, ყვარელი; სამუშაო საათები: სრული განაკვეთი; ანაზღაურება: 4000 ლარი + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპლექსის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
  • საოპერაციო პროცესების მუდმივი მონიტორინგი, ხარვეზების იდენტიფიცირება და ოპტიმიზაცია
  • კომპლექსის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა
  • ფინანსური ნაკადების მართვა, ყოველდღიური შემოსავლებისა და გასავლების კონტროლი
  • ყოველწლიური ბიუჯეტის დაგეგმვა, პროგნოზირება და მისი შესრულების მონიტორინგი
  • მომსახურების მაღალი სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და მათი დაცვის ზედამხედველობა
  • მომხმარებელთა კმაყოფილების დონის მუდმივი შეფასება და უკუკავშირზე რეაგირება
  • სტრუქტურულ ერთეულებსა და განყოფილებებს შორის ეფექტური კოორდინაციის უზრუნველყოფა
  • გუნდის წევრებზე ამოცანების, პრიორიტეტებისა და პასუხისმგებლობების რაციონალური გადანაწილება
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი ტრენინგების ორგანიზება/ჩატარება
  • არსებულ B2B პარტნიორებთან, ტურისტულ კომპანიებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობების შენარჩუნება
  • ახალი პარტნიორების მოძიება, პირველადი კომუნიკაცია და კომერციული მოლაპარაკებების წარმოება
  • მარკეტინგული კამპანიებისა და სპეციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა
  • პროდუქტებისა და მომსახურების გაყიდვების სტიმულირებისთვის ახალი ინიციატივების წამოყენება
  • მომარაგების ჯაჭვის მეთვალყურეობა და შესყიდვების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა
  • მატერიალური რესურსების, პროდუქციისა და ინვენტარის მარაგების პერიოდული კონტროლი
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა, მატერიალური ბაზის განახლება და ჩამოწერა
  • კომპლექსის ინფრასტრუქტურის, ტექნიკური აღჭურვილობისა და ტერიტორიის მოვლა-პატრონობის მეთვალყურეობა
  • შრომის უსაფრთხოების, სანიტარიულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • დოკუმენტაციის წარმოების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში

ახალი
ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია ქუთაისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾4500 21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა