8,874 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

0J3ZPHX5 გამოქვეყნდა 25 სექ 4 ნახვა

სამკაულების მაღაზიების ქსელი Redberry

სამკაულების მაღაზიების ქსელი Redberry

უმცროსი ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ოქტ

wegroup-ის ფინანსურ დეპარტამენტში ვეძებთ უმცროს ბუღალტერს, რომელიც მთავარ ბუღალტერთან ერთად აწარმოებს კომპანიის ყოველდღიურ ბუღალტრულ აღრიცხვას და მაღაზიებთან ყოველდღიურად მუშაობს.

პოზიცია სრული განაკვეთია, ოფისში. გადამწყვეტია სიზუსტე ციფრებში, შეჯერების უნარი და მაღაზიის თანამშრომლებთან მოკლე, მკაფიო კომუნიკაცია.

გრაფიკი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევამდე, 10:00-დან 19:00-მდე (შესვენება 13:00–14:00). სამუშაო ადგილი თბილისი, საბურთალო, ოფისი

რას გთავაზობთ - ოფიციალური დასაქმება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება - ჯანმრთელობის დაზღვევა - სამგზავრო ბარათი - 30% ფასდაკლება ჩვენს მაღაზიებში - პროფესიული ზრდის შესაძლებლობა

რას გააკეთებ - მაღაზიების გაყიდვების ყოველდღიური შემოწმება და შეცდომების გასწორება FINA-ში: დაბრუნებები, გადახდის ტიპები (ნაღდი, ბარათი, განვადება), სალაროსა და Z-ანგარიშის სხვაობები - ყოველდღიური ოპერაციებისა და დოკუმენტების გატარება FINA-ში (საკომისიო, დებიტორებისა და კრედიტორების გადახურვა) - საბანკო ოპერაციების გატარება ყველა ვალუტაში, სალაროს ნაშთების კონტროლი - ელექტრონული ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების მართვა RS.ge-ზე, შემოსული ინფორმაციის ასახვა FINA-ში - მაღაზიების დოკუმენტაციის მოწესრიგება (აქტები, ჩეკები, განვადების ანგარიშები) და მათთვის ბუღალტრულ საკითხებში დახმარება - განვადებებისა და დებიტორების დოკუმენტაციის წარმოება - თვის დახურვაში მონაწილეობა: ამონაწერები, რეალიზაცია, დაბრუნებები, ავანსები - ახალი თანამშრომლების რეგისტრაცია RS.ge-სა და FINA-ში - საწვავის ხარჯის ანგარიშის წარმოება

ჩვენი მოლოდინი - უმაღლესი განათლება - მინიმუმ 1 წლის გამოცდილება ბუღალტრად ან მთავარი ბუღალტრის დამხმარედ - RS.ge-ზე მუშაობის ცოდნა; - FINA-ს ცოდნა დიდი უპირატესობაა - Excel კარგ დონეზე - ინგლისური ან რუსული ენა არანაკლებ B2 დონეზე - სიზუსტე, პასუხისმგებლობა და დროის სწორად მართვა - ჩვენს შესახებ

wegroup 15 წელია საქართველოში სამკაულებითა და აქსესუარებით ვაჭრობს: მაღაზიების ქსელები REDBERRY და MANDARINA, ონლაინ მაღაზიები Myredberry.ge და Mandarina.ge. ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ბრენდებს SOKOLOV, UNOAERRE, NOMINATION, Nature Bijoux და Ori Tao.

როგორ დაგვიკავშირდე: შეავსე განაცხადი: https://careers.wegroup.ge/z4mu/hg

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სამკაულების მაღაზიების ქსელი Redberry
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა