ხელმძღვანელის თანაშემწე
NS STUDIO Architecture & Design აცხადებს ვაკანსიას ხელმძღვანელის თანაშემწის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება. დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, წერილები, ინვოისები და სხვა) დამუშავება, კორექტირება, დახარისხება, დაარქივება, ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** ელექტრონული ფოსტის მართვა, კორესპონდენციის მომზადება, ფილტრაცია და პრიორიტეტების განსაზღვრა;
** პირადი სატელეფონო ზარების მიღება;
** საორგანიზაციო საკითხების, შეხვედრების, კონფერენციების დაგეგმვა/მომზადება;
** შიდა და საერთაშორისო მივლინების, მოგზაურობის დაგეგმვა (ფრენა, სასტუმროს ჯავშანი);
** თარგმნითი სამუშაოები; როგორც დოკუმენტაციის თარგმნა ასევე საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების დროს სინქრონული თარგმნა.
** დირექტორის ბიზნეს კალენდრის მართვა, შეხვედრების დღის წესრიგის, რეპორტებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება;
** შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა, მიღებული გადაწყვეტილებების ჩანიშვნა მონიტორინგი და შემდგომი ქმედებების კოორდინაცია.
** პირადი საბანკო გადარიცხვების წარმოება, ინვოისების და გადახდების ადმინისტრაციული კონტროლი.
** მომწოდებლებთან კომუნიკაციის კოორდინაცია.
** შესყიდვების პროცესის მხარდაჭერა.
** პრეზენტაციების, ანგარიშებისა და სხვა მასალების მომზადება.
** კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, პროექტების ეტაპებზე ინფორმაციის ფლობა.
** კომპეტენციის ფარგლებში, დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და პროფესიული დისკრეციის უზრუნველყოფა.
** არქიტექტურულ გუნდთან კოორდინაცია.
** სხვადასხვა პროექტის სტატუსის კონტროლი, პროგრესის ანგარიშების მომზადება, პროექტების რისკების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება.
** კლიენტებთან, ინვესტორებთან და პარტნიორებთან პროფესიული კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
** კომპიუტერული, საოფისე და პროექტების მართვის (Microsoft Office, Google Workspace, Monday.com, slack და სხვ.) პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები და საჭირო თვისებები:
** ეფექტიანი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკული აზროვნება;
** სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის უნარი;
სამუშაო გრაფიკი:
** 10:00 - 19:00 სთ; ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება და სხვა შეღავათები:
** გამოსაცდელი ვადა 6 თვე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ანაზღაურება შეთანხმებით; (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე:; გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.