9479 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

0MFEMMYX გამოქვეყნდა 24 ოქტ 17 ნახვა

რესეფშენის თანამშრომელი

Clean Factory გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა: 16 ნოე

"Clean Factory" — პრემიუმ ტექსტილის მოვლისა და ქიმწმენდის კომპანია — ეძებს რესეფშენის თანამშრომელს, რომელიც პროფესიონალურად დაუკავშირდება მომხმარებლებს, იქნება პასუხისმგებლობიანი, ყურადღებიანი და შეძლებს სამუშაო პროცესების სისტემურად მართვას.

მისამართი: თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზირი 35 ხელფასი: 1 500 ლარი თვეში სამუშაო გრაფიკი: ცვლებით კომპანიის სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 08:00-20:00, შაბათი-კვირა 09:00-20:00

ძირითადი მოვალეობები

  • მომხმარებლების მიღება, შეკვეთების მიღება და სისტემაში ზუსტად რეგისტრაცია.
  • ნივთების რაოდენობის, მდგომარეობის, ლაქების და დაზიანებების, მოვლის ეტიკეტების (care label) შემოწმება, ფოტოთი და ჩანაწერებით დოკუმენტირება.
  • ფასების, შეკვეთის მონაცემების და გადახდების სწორად ფიქსირება; რისკიანი ნივთების შეთანხმება უფროს ოსტატთან და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის წერილობითი თანხმობის მიღება.
  • WhatsApp, Instagram, Facebook-ისა და სხვა არხებიდან მომართვების დროულად და პროფესიონალურად დამუშავება.
  • მომხმარებლებისთვის მხოლოდ დადასტურებული ფასების, სერვისებისა და შესრულების ვადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
  • შეკვეთების სტატუსის მონიტორინგი, ჩაბარებისა და საკურიერო სერვისის კოორდინაცია.
  • პრეტენზიების დაფიქსირება და პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა, ცვლების მიღება-ჩაბარება და ყოველდღიური ანგარიშების სწორად წარმოება.

მოთხოვნები კანდიდატისადმი

  • მომხმარებელთა მომსახურების, რესეფშენის ან ადმინისტრაციულ სფეროში მინიმუმ 3 წლის გამოცდილება.
  • ქართული ენის თავისუფალი ცოდნა (ზეპირი და წერილობითი) — სავალდებულოა.
  • კომპიუტერთან, მესენჯერებთან, სოციალურ ქსელებთან და სამუშაო პროგრამებთან მუშაობის უნარი.
  • პროფესიონალური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა, სიზუსტე და პუნქტუალურობა.
  • მრავალი დავალების სისტემურად მართვის, დეტალებზე ყურადღების და დაძაბულ სიტუაციებში მშვიდად ქცევის უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • რუსული, ინგლისური და აზერბაიჯანული ენების ცოდნა.
  • CRM-თან და ონლაინ მომხმარებელთა მომსახურებასთან მუშაობის გამოცდილება.
  • პრემიუმ სერვისის, ტექსტილისა და ქიმწმენდის სფეროში გამოცდილება.

რას გთავაზობთ?

სტაბილურ სამუშაო გარემოს, სისტემურ სამუშაო პროცესებს, მომსახურების სტანდარტების ტრენინგსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

განაცხადისთვის

სათაური: Reception - CLEAN FACTORY

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა