ხარისხის მენეჯერი
კლინიკა „პრემიუმ მედსერვისი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
ფუნქცია-მოვალეობები: - ორგანიზაციის პოლიტიკისა და მიზნების შესაბამისად ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მეთოდური შემუშავების უზრუნველყოფა ISO 9001 სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით - ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტირებული პროცედურების შემუშავება, დანერგვა და შენარჩუნება, პროცესების კონტროლი; - ხარისხის მენეჯმენტის სისტემის და პროცესების ეფექტურობის მონიტორინგი და კონტროლი; - ხარისხის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის კოორდინირება; - ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტის წლიური პროგრამის შედგენა და აუდიტის პროცესის მართვა; - აუდიტის დროს გამოვლენილი შეუსაბამობების კორექტირების ეფექტურობის შეფასება; - შეუსაბამობების გამომწვევი მიზეზების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა; - ანალიზის შედგენა მენეჯმენტის მხრიდან; - ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება; - ხარისხის მენეჯმენტის საკითხებში კონსულტაციების გაწევა თანამშრომელთათვის; - ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შემუშავებული დოკუმენტების აღრიცხვის ორგანიზება; - კლიენტთან ურთიერთობის საკითხების მართვა (რეკლამაციები); - ცვლილებების მონიტორინგი; - სასერტიფიკაციო და საზედამხედველო აუდიტებისთვის ორგანიზაციის მომზადება; - ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთობის მოგვარება მომხმარებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. - და სხვ.
პიროვნული კომპენტეციები/უნარები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. - ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა. - დეტალებზე ორიენტირებულობა. - ეფექტური კომუნიკაციის უნარი. - გუნდური მუშაობის უნარი. - კომპიუტერული უნარი.
პირობები ანაზღაურება : შეთანხმებით (დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციაზე) სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: ელ. ფოსტა.
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელითაც დაინტერესდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.