9043 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

0QR8KT7Z გამოქვეყნდა 26 ოქტ 12 ნახვა

მზარეული

დამსაქმებელი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 27 ნოე
კვება · განცხადებაში

ჯანსაღი კვების მიმართულებით მომუშავე კომპანია, რომელიც ბაზარზე უკვე ერთი წელია ოპერირებს და აქტიურად ვითარდება. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი, დაბალანსებული და გემრიელი კვება, რისთვისაც ყოველდღიურად ვზრუნავთ.

გუნდის გაფართოებასთან ერთად ვეძებთ ახალ მზარეულებს, რომლებიც გაიზიარებენ ჩვენს მიზნებს და მზად იქნებიან პროფესიული განვითარებისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც გამოცდილება და პროფესიონალიზმი, ისე პასუხისმგებლობა, საქმისადმი სიყვარული და სწავლის სურვილი. განვიხილავთ როგორც გამოცდილ მზარეულებს, ასევე დამწყებ კანდიდატებს, რომლებსაც კულინარიის სფეროში განვითარება სურთ. მზად ვართ, მოტივირებულ და მონდომებულ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, შეისწავლონ პროფესია და გაიზარდონ ჩვენს გუნდთან ერთად.

ფუნქცია მოვალეობები:

  • პროდუქტების მომზადება, დაჭრა და საჭირო ინგრედიენტების მომზადება;
  • კერძების მომზადების პროცესში ტექნოლოგიური სტანდარტის დაცვა
  • სამზარეულოში ყოველდღიური სამუშაო პროცესების მხარდაჭერა;
  • პროდუქტების სწორად განთავსება და შენახვის წესების დაცვა;
  • სამუშაო სივრცისა და სამზარეულოს ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნება;
  • საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა;
  • მომდევნო სამუშაო დღისთვის მარაგების მომზადება
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამხმარე სამუშაოების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (განიხილებიან დამწყები მზარეულები)
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სწრაფ და დატვირთულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • სისუფთავისა და მოწესრიგებულობის მაღალი სტანდარტი
  • ინსტრუქციებისა და სამუშაო სტანდარტების ზუსტად შესრულების უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სისტემა
  • 30% -იან ფასდაკლებას ჩვენს სრულ ასორტიმენტზე
  • უფასო კვება სამუშაო საათებში
  • ტრანსპორტირება ღამის საათებში
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
  • მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო.

სამუშაო გრაფიკი: 5/2 9 საათი (დილა, შუადღე, საღამო) ადგილმდებარეობა: საბურთალო, ადამ მიცკევიჩის ქუჩა

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა