9349 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

0R4Q1TP0 გამოქვეყნდა 28 ოქტ 22 ნახვა

საუზმის მზარეული

იაკობის ეზო გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 29 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

რესტორანი "იაკობის ეზო" აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მიღებული ნედლეულის ხარისხისა და შენახვის პირობების მონიტორინგი
  • სამუშაო სივრცეებში განთავსებული დანადგარებისა თუ მოწყობილობების ტექნიკური და ვიზუალური მონიტორინგი, პრობლემის შემთხვევაში ინფორმაციის დროულად მიწოდება მენეჯმენტისთვის
  • სამზარეულოს პერსონალის სამუშაო დღის დაგეგმვა და მიმდინარე პროცესების გადანაწილება
  • კერძების მომზადების პროცესში, მზარეულების მხრიდან, წინასწარ გაწერილი რეცეპტურის, ტემპერატურის, აგრეთვე ჰიგიენური ნორმების დაცვისა და გამოსაყენებელი ნედლეულის ხარისხის კონტროლი
  • კერძის მომზადების ტექნოლოგიის სრული კონტროლი
  • საუზმის მენიუს შედგენა პერიოდულად, მენიუს კერძებით განახლება
  • ახალი კერძების რეცეპტურის გაწერა
  • ახალი თანამშრომლის მომზადების პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი
  • თანამშრომლებისათვის დეტალური ინსტრუქტაჟის ჩატარება სამუშაო სივრცეებში განთავსებული დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის, აგრეთვე უსაფრთხოების წესების შესახებ.

საჭირო ცოდნა/უნარ-ჩვევები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე.

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება რესტორანი "იაკობის ეზო".

გაცნობებთ, რომ რესტორანი "იაკობის ეზოს "-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.

განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა