9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

0T0AXPT5 გამოქვეყნდა 16 ოქტ 65 ნახვა

ექაუნთ მენეჯერი

Studio 9:16 გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾3000–4000 / თვეში +64% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,130 ₾ · 126 განცხადება ბოლო ვადა: 17 ნოე

"Studio 9:16" არის ვერტიკალური ვიდეო კონტენტის აუთსორს სტუდია, რომელიც "საქართველოს ბანკის", "ალდაგის", "გალფის" (Gulf), "ბოლტ ფუდის" (Bolt Food), "ალტასა" და სხვა მრავალი ბრენდისთვის ქმნის კონტენტს.

ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ და ენერგიულ ექაუნთ მენეჯერს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას პროექტების სრულ ციკლზე — კლიენტის ბრიფიდან ვიდეოს ჩაბარებამდე.

თუ შეგიძლია მართო მოლოდინები, მოაგვარო პრობლემები სისწრაფეში და გესმის ვიდეო წარმოების პროცესი, ეს პოზიცია შენთვისაა!

რას გააკეთებ შენ:

შენი მთავარი მიზანია პროექტების შეუფერხებელი მართვა და კლიენტებთან გრძელვადიანი, პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება.

  • კლიენტებთან კომუნიკაცია: ყოველდღიური კომუნიკაცია (სატელეფონო, მეილი, მესენჯერი), შეხვედრებისა და "სტატუს ქოლების" ორგანიზება.
  • პროექტის მენეჯმენტი: ბრიფიდან ვიდეოს ჩაბარებამდე მთელი პროცესის მართვა. შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებების "თასქებად" ქცევა და დელეგირება Task Management სისტემაში.
  • Pre-production და პროდაქშენი: გადაღების პროცესის მენეჯმენტი : ლოკაციების/რეკვიზიტების შეთანხმება კლიენტთან, კომუნიკაცია სპიკერთან და კონტენტის გუნდთან
  • დედლაინების კონტროლი: ვადების მკაცრი დაცვა ყველა ეტაპზე (ბრიფი, იდეა, სკრიპტი, გადაღება, მონტაჟი).
  • რისკების მართვა: პროცესში არსებული "ბოთლნექების" (შეფერხებების) დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა.

რა მოგეთხოვება:

  • გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი ექაუნთ მენეჯერის ან პროდიუსერის პოზიციაზე (სარეკლამო ან პროდაქშენ სფეროში).
  • ინსტრუმენტები: Task Management პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ: Asana, Trello, ClickUp, Jira ან მსგავსი).
  • სისწრაფე: მაღალ სამუშაო ტემპში ოპერირებისა და მულტიტასკინგის უნარი.
  • კომუნიკაცია: გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული უნარები:

  • Ownership: ლიდერული თვისებები და პროექტზე პასუხისმგებლობის (Ownership) აღების უნარი.
  • Problem Solving: პრობლემების სწრაფად და დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.
  • ემპათია: გუნდის წევრებისა და კლიენტების საჭიროებების სწორად გაგება და გათვალისწინება.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა: მაქსიმალური ყურადღება დეტალების მიმართ, რათა არაფერი გამოგრჩეს.

რას გთავაზობთ:

  • ანაზღაურება: 3000-დან 4000 ლარამდე (Net), გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
  • შესაძლებლობას, იმუშაო სწრაფად მზარდ და კრეატიულ ინდუსტრიაში.
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი - 40 საათი, 3 დღე ოფისი/2 დღე ონლაინ

განაცხადის გასაკეთებლად, გადადით ბმულზე: https://forms.gle/DAvcdppcyRyvuzn57

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა