9023 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

0YENSQSH გამოქვეყნდა 30 სექ 4 ნახვა

სამედიცინო ლაბორატორია სინევო

სამედიცინო ლაბორატორია სინევო

ფინანსური მხარდაჭერის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 31 ოქტ

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი საქართველოში "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ლოკაცია: ქ.თბილისი, წინანდლის ქ. N9 სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი) სამუშაო საათები: 10:00 - 18:00

სინევოში თქვენ დაგხვდებათ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • Fitpass
  • თიმბილდინგი
  • მზარდი შრომითი ანაზღაურება
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომუნალურების მართვა: ფილიალების კომუნალური ხარჯების (დენი, წყალი, გაზი და ა.შ.) მონაცემების შეგროვება, გადამოწმება და ბაზაში აღრიცხვა;
  • იჯარების ადმინისტრირება: საიჯარო ხელშეკრულებების კონტროლი, ვადებისა და ფინანსური პირობების მონიტორინგი;
  • ფინანსური ოპერაციები: გადასახადების დაანგარიშება, გადახდის რეესტრებისა და საბანკო გადარიცხვების მომზადება;
  • მეიჯარეებთან ურთიერთობა: ყოველდღიური კომუნიკაცია, ურთიერთშედარების აქტების გაფორმება და დავალიანებების კონტროლი;
  • ანალიზი და რეპორტინგი: ხარჯების მონიტორინგი, ანომალიების იდენტიფიცირება, ბიუჯეტთან შესაბამისობის ანალიზი და ESG ანგარიშგებაში მონაწილეობა;
  • პროცესების მხარდაჭერა: ენერგოეფექტურობისა და ხარჯების ოპტიმიზაციის ინიციატივებში ჩართვა, ასევე თვის ფინანსურ დახურვაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკისა ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
  • Excel-ის კარგი ცოდნა;
  • ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • 1C, "ბალანსი" ან სხვა სააღრიცხვო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება პრიორიტეტულია;
  • უძრავი ქონების, იჯარების ადმინისტრირების ან ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლიანობა
  • კეთილსინდისიერება
  • დაგეგმვა და ორგანიზება
  • წერითი კომუნიკაცია
  • შედეგზე ორიენტირება
  • პუნქტუალობა
  • კოლეგიალობა.

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს. "სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სამედიცინო ლაბორატორია სინევო
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა