8006 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

0ZBH9GFS გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი განათლება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ცხადდება ღია კონკურსი აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში“ კომპიუტინგის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის ორ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე; ფსიქოლოგიის მიმართულებით (ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება) ასისტენტ-პროფესორის 1 ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე; კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადაა 2026 წლის 7 და 8 სექტემბერი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

კომისიამ კონკურსის შედეგები უნდა წარმოადგინოს არაუგვიანეს 18 სექტემბრისა.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი მოთხოვნები: - ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილია საკანონმდებლო მოთხოვნა: - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი; - აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით: - სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები; - სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში; - საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით; - ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის შემთხვევაში - კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილი; - სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი; - სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს; - პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად მხედველობაში მიიღება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები: - ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით შეიძლება აირჩეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც, აკმაყოფილებს არანაკლებ ერთს ქვემოთ მოცემული შემდეგი პირობებიდან: - აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; - აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; - აქვს შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია დამატებითი საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები: მხოლოდ კომპიუტინგის მიმართულებით კონკურსანტისთვის: - ინფორმაცია და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტინგის სფერო არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური ან/და პრაქტიკული სწავლების ტექნიკა; - პროგრამირების, ვებტექნოლოგიების, მონაცემთა დამუშავების ან ხელოვნური ტექნოლოგიების გამოყენებით თეორიული ცოდნა და პრაქტიკული ტექნიკა; - პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობების დაგეგმილი, განხორციელების და შეფასების უნარი; - სასწავლო კურსის სილაბუსის, თემის გეგმის, პრაქტიკული სამუშაოების და შეფასების კრიტერიუმების შემუშავების უნარი; - თანამედროვე პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა; - სასწავლო პრაქტიკული პროექტების ხელმძღვანელობა, კონსულტაცია და შეფასების ცოდნა; - ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონე; - სასურველია პროფესიული პორტფოლიო, GitHub/GitLab რეპოზიტორები, განხორციელებული პროექტების, პუბლიკაციების, სერტიფიკატების ან სხვა დოკუმენტების დამადასტურებელი სერთიფიკატები.

კანდიდატმა უნდა დაადასტუროს კომპტენცია ქვემოთ ჩამოთვლილ არანაკლებ ერთ მიმართულებაში: - ვებტექნოლოგიების და სერვერული პროგრამირების მიმართულება - JavaScript/TypeScript ეკოსტემის, Node.js-ის ან სხვა სერვერული ტექნოლოგიების, REST API-ს, მონაცემთა ბაზების დაცვისა და ვიაპლიკაციების არქიტექტურის ტექნიკური ცოდნა; - Python, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მიმართულება - Python-ის, მონაცემთა დამუშავების, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ძირითადი მეთოდების, ასევე შესაბამისი პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენებისას.

მხოლოდ ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულირების მიმართულებით კონკურსანტისთვის: - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება; - ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 3 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება; - ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 3 სასწავლო კურსის მასალების შემუშავება/უზრუნველყოფის გამოცდილება; - პრაქტიკული გამოცდილება ფსიქოკონსულტირებაში; - ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია: - კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: - შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ფორმა განთავსებულია ვებგვერდზე sangu.edu.ge); - ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით); - შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად (შესავსები ფორმა განთავსებულია ვებგვერდზე sangu.edu.ge) - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; - ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4; - შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ფიზიკურად და ელექტრონულად) - სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის) - კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის) - შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია; - სამოტივაციო წერილი; - სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა