8401 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

10MHGSWJ გამოქვეყნდა 9 სექ 3 ნახვა

არქი

არქი

ბიზნეს პროცესების სპეციალისტი

არქი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქიში" ვეძებთ ბიზნეს პროცესების სპეციალისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** კომპანიის ბიზნეს და საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებული მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და სიღრმისეული ანალიზი (As-Is / To-Be); ** კომპანიის ბიზნეს და საოპერაციო პროცესების აღწერა, დოკუმენტირება (SOP), ვიზუალიზაცია (Flowcharts/BPMN) და ოპტიმიზაცია; ** პროცესში აღმოჩენილ დარღვევებსა და ცდომილებებზე ოპერატიული რეაგირება, ძირეული მიზეზების (Root Cause Analysis) დადგენა და გამოსწორების გზების შეთავაზება; ** პროცესების ავტომატიზაციისა და გაციფრულების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ინიციირება; ** დოკუმენტირებული პროცესების პერიოდული გადახედვა და განახლება; ** სამიზნე აუდიტორიისა და შიდა მომხმარებლების საჭიროებების კვლევა, პროცესების გაუმჯობესების მიზნით; ** CRM-ის ახალი ფუნქციონალისა და ცვლილებების მოთხოვნების ფორმირება, ტესტირება და დანერგვის მხარდაჭერა; ** CRM სისტემასთან დაკავშირებული ტექნიკური ან სისტემური ხარვეზების იდენტიფიცირება და ვენდორთან კომუნიკაცია მათ აღმოსაფხვრელად; ** თანამშრომლებისთვის CRM-თან დაკავშირებულ საკითხებზე ტექნიკური და ფუნქციური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ტრენინგებისა და ინსტრუქციების მომზადება; ** CRM სისტემიდან საჭირო რეპორტების გენერირება, მონაცემების გადამოწმება და ინიციატორი მხარეებისთვის დროული მიწოდება; ** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; ** ბიზნეს პროცესების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** MS Office-ის ცოდნა; ** სასურველია, Visio, Miro ან ბიზნეს პროცესების ვიზუალიზაციის სხვა პროგრამის საბაზისო დონეზე ცოდნა; ** CRM სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
არქი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა