8348 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

11BSSJ6W გამოქვეყნდა 4 სექ 3 ნახვა

ფინანსური ანალიზის სპეციალისტი

წყალი მარგებელი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სს „წყალი მარგებელი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიზის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია - მოვალეობები: - წლიური და კვარტლური ფინანსური ანგარიშების მომზადების, გადამოწმებისა და შესაბამისი პროცესების თანამონაწილეობა საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) დაცვით; - ფინანსური მონაცემების გადამოწმება, საჭიროებისამებრ კორექტირებების შეტანა და თანმდევი დოკუმენტაციის სისტემატიზაცია; - საგარეო აუდიტორებთან და საკონსულტაციო კომპანიებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა, მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება და პროცესის მხარდაჭერა; - ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ბიუჯეტირების პროცესის ასისტენტირება და ფინანსური მონაცემების ერთიან სისტემაში კონსოლიდაცია; - დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების უწყვეტი მონიტორინგი, ფაქტობრივ და დაგეგმილ მაჩვენებლებს შორის გადახრების ანალიზი და პერიოდული რეპორტინგი; - ფინანსური და ოპერაციული ინდიკატორების მოძიება, დამუშავება და სიღრმისეული ანალიზი მმართველობითი ანგარიშგებებისა და მენეჯმენტის მიერ გადაწყვეტილებების მიღების მხარდასაჭერად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება); - აუცილებელია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანალიტიკის, რეპორტინგის ან/და მსგავსი მიმართულებით (Big 4- ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); - აუცილებელია ფინანსური აღრიცხვის პრინციპებისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS) ცოდნა; - ACCA-ს პროგრამის ფარგლებში რამდენიმე მოდულის/გამოცდის წარმატებით დასრულება ჩაითვლება უპირატესობად; - MS office (Excel მაღალ დონეზე); - ინგლისური ენა B2-C1;

უნარები/პიროვნული კომპეტენციები: - ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები; - შეზღუდულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი; - დეტალებზე ორიენტირებული; - ორგანიზებული.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
წყალი მარგებელი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის