პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

1583XSQ8 გამოქვეყნდა 9 ნოე 12 ნახვა

იურისტი

ბათუმი სტაჟირება სამართალი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 დეკ
შესვლა და განაცხადი

საინვესტიციო/ბიზნეს კომპანია ეძებს მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ იურისტს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის დეველოპერული პროექტების, საინვესტიციო საქმიანობის, კორპორაციული ოპერაციებისა და საგადასახადო საკითხების სამართლებრივ მხარდაჭერას.

სამუშაო ადგილი: ბათუმი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00) (სტუდენტის შემთხვევაში შესაძლებელია გრაფიკის ნაწილობრივ შეთავსებაზე შეთანხმება)

გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება (თუმცა განვიხილავთ მოტივირებულ დამწყებ კანდიდატებსაც).

პოზიციის შესახებ:

იურისტი კომპანიის მენეჯმენტსა და შესაბამის გუნდებს გაუწევს პრაქტიკულ სამართლებრივ და საგადასახადო კონსულტაციას, ჩაერთვება სახელშეკრულებო და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მართვაში და ხელს შეუწყობს კომპანიის საქმიანობის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას. წარმატებულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი ანალიზის, კომერციული რისკების შეფასების უნარი, რამდენიმე საკითხის პარალელურად მართვისა და კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი.

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის დეველოპერული პროექტების, საინვესტიციო ტრანზაქციებისა და კორპორაციული საქმიანობის ყოველდღიური სამართლებრივი მხარდაჭერა.
  • საგადასახადო სამართლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის საკითხებზე კომპანიის კონსულტირება, საგადასახადო ვალდებულებების ანალიზი და რისკების პრევენცია.
  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, განხილვა, შეთანხმება და მართვა, მათ შორის: უძრავი ქონების ნასყიდობის, იჯარის, პარტნიორობისა და მომსახურების ხელშეკრულებების.
  • უძრავი ქონების შეძენისა და გასხვისების, საკუთრების უფლების, მიწასთან დაკავშირებული საკითხების, ნებართვებისა და შესაბამისი ადმინისტრაციული პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერა.
  • კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადება და განხილვა (გადაწყვეტილებები, მინდობილობები, კორპორაციული ჩანაწერები).
  • მოლაპარაკებებში მონაწილეობა და კომპანიის ინტერესების დაცვა კლიენტებთან, ინვესტორებთან, პარტნიორებთან და კონტრაქტორებთან.
  • საჭიროებისამებრ, საჯარო რეესტრთან, სანოტარო ბიუროებთან და სხვა სახელმწიფო/კერძო უწყებებთან კოორდინაცია.
  • საქართველოს კანონმდებლობაში (მათ შორის საგადასახადო კუთხით) შესული ცვლილებების მონიტორინგი და ხელმძღვანელობის ინფორმირება.
  • იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და ვადების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • განათლება: უმაღლესი იურიდიული განათლება — ბაკალავრის ხარისხი ან იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
  • საქართველოს სამოქალაქო, კორპორაციული, სახელშეკრულებო და სანივთო სამართლის საფუძვლიანი ცოდნა.
  • საგადასახადო სამართლის საბაზისო ცოდნა/ამ მიმართულებით კომპეტენციის განვითარების მაღალი ინტერესი.
  • უძრავი ქონების, მშენებლობისა ან კომერციული სამართლის მიმართულებით სტაჟირების/მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • განვითარებული ანალიტიკური აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადების უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის, ვადების დაცვისა და გუნდში (ასევე დამოუკიდებლად) მუშაობის უნარი.
  • პროფესიული ეთიკის, პასუხისმგებლობისა და კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი.
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (ან დამწყების დონეზე ცოდნა) (როგორც წერილობით, ისე ზეპირად).

გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე; ტელ. - ან გამოაგზავნეთ ამ ვოცაფზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა