ექთანი - ნეონატოლოგია
ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე - ნეონატოლოგიურ და ბავშვთა სპეციალიზირებული მოვლის დეპარტამენტში.
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33 სამუშაო გრაფიკი: 16 საათიანი მორიგეობა 4 დღეში ერთხელ (შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში, 24სთ მორიგეობა) განყოფილება: ბავშვთა სპეციალიზირებული მოვლა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება; - შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.) - ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ბავშვთა სპეციალიზირებული მოვლის (NICU) განყოფილებაში; - პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/oO4r8Q6
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.