ფინანსური დირექტორი
Agrofix Georgia აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის (CFO) პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: არასრული/ნახევარი სამუშაო ადგილი: თბილისი, იუსტიციის სახლის მიმდებარედ (შესაძლებელია ნახევრად ჰიბრიდული რეჟიმიც) პოზიციის მიზანი: კომპანიის ფინანსური მდგრადობის, ფულადი ნაკადების (Cash Flow) ეფექტიანი მართვა, აგრო-რისკების დაზღვევა/შემცირება, ინვესტიციების (ტექნიკა, მიწა, ინფრასტრუქტურა) ოპტიმიზაცია და სახელმწიფო/საერთაშორისო გრანტებისა და აგრო-კრედიტების მართვა.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- ფულადი ნაკადებისა (Cash Flow) და კაპიტალის მართვა
- აგროსექტორისთვის დამახასიათებელი ციკლურობისა და სეზონურობის გათვალისწინებით საბრუნავი კაპიტალის დაგეგმვა (დარგვის/მოსავლის აღების პერიოდში მაღალი გასავლების და რეალიზაციის პერიოდში შემოსავლების მართვა).
- ფულადი ნაკადების დეფიციტის თავიდან აცილება არასეზონურ პერიოდებში.
- მარაგების (სასუქები, საწვავი, პესტიციდები, მზა პროდუქცია) თვითღირებულებისა და საბრუნავი სიჩქარის ფინანსური კონტროლი.
- აგრო-დაფინანსება, გრანტები და სახელმწიფო პროგრამები
- სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტებისა და სუბსიდიების (მაგ. "შეღავათიანი აგროკრედიტი", "დანერგე მომავალი" და ა.შ.) ეფექტიანი ათვისება და მართვა.
- საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან (IFC, EBRD, FAO, USAID და ა.შ.) ურთიერთობა, საგრანტო/ინვესტიციების პროექტების მომზადება და რეპორტინგი.
- აგრო-სესხების სტრუქტურირება კომერციულ ბანკებთან.
- წარმოების თვითღირებულების ანალიზი და კალკულაცია (Cost Accounting)
- კულტურების/პროდუქტების ჭრილში ერთეულის თვითღირებულების (Cost per Hectare / Cost per Ton) ზუსტი კალკულაცია და კონტროლი.
- ტექნიკის, საწვავის, სასუქების, სამუშაო ძალისა და ირიგაციის ხარჯების ანალიზი და ოპტიმიზაცია.
- მოსავლიანობის (Yield) ფინანსური ეფექტიანობის შეფასება.
- ბიუჯეტირება, პროგნოზირება და ფინანსური მოდელირება
- საოპერაციო და კაპიტალური (CAPEX) ბიუჯეტების მომზადება (ახალი ბაღების გაშენება).
- ბუნებრივი/კლიმატური ფაქტორებისა და ფასების მერყეობის გათვალისწინებით სცენარული ფინანსური მოდელების (Best/Worst/Base Case) შექმნა.
- აგრო-რისკების მართვა და დაზღვევა
- კლიმატური (სეტყვა, ყინვა, გვალვა) და საბაზრო რისკების შეფასება.
- აგრო-დაზღვევის პორტფელის მართვა და სადაზღვევო კომპანიებთან ოპტიმალური პირობების შეთანხმება.
- პროდუქციის სარეალიზაციო ფასების მერყეობის რისკების მართვა.
- ფინანსური აღრიცხვა, რეპორტინგი და საგადასახადო ოპტიმიზაცია
- სოფლის მეურნეობის სექტორისთვის მოქმედი საგადასახადო შეღავათების მაქსიმალური გამოყენება და კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
- მმართველობითი და ფინანსური ანგარიშგებების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება - უმაღლესი განათლება ფინანსებში ან/და ეკონომიკაში
- გამოცდილება - მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება საფინანსო სექტორში. მათ შორის, სასურველია, 2-3 წლიანი გამოცდილება აგრო ან მომიჯნავე სექტორში.
- სპეციფიკური ცოდნა - აგრო-სესხების, სახელმწიფო სუბსიდიების, საგრანტო პროექტებისა და აგრო-დაზღვევის მექანიზმების სიღრმისეული ცოდნა.
- ტექნიკური უნარები - რთული ფინანსური მოდელირება Excel-ში.
- ენების ცოდნა - ქართული ენის გამართულად ცოდნა, ინგლისური (B2), სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 10 ოქტომბრის ჩათვლით, გთხოვთ:
1 გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ: CFO 2) სურვილის შემთხვევაში, ელ-ფოსტის ტექსტში მოკლედ გაგვიზიარეთ თქვენი მოტივაცია - რატომ გსურთ ამ პოზიციაზე მუშაობა.
გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა. თუმცა, აპლიკაციებს განვიხილავთ შემოსვლისთანავე და შესაბამის კანდიდატებს შეიძლება დავეკონტაქტოთ განცხადების ვადის ამოწურვამდეც.
ამ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.