დღის ექთანი ოფთალმოლოგიაში
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას დღის ექთნის პოზიციაზე.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი ან საშუალო პროფესიული სამედიცინო განათლება — პროფესია: ექთანი;
- გამოცდილება: ოფთალმოლოგიურ სექტორში ან საოპერაციო ბლოკში ექთნად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია ინტრავიტრეალურ ინექციებთან/ავასტინის პროცედურებთან მუშაობის გამოცდილება);
- პროფესიული ცოდნა: ოფთალმოლოგიური პროცედურების, ასეპტიკისა და ანტისეპტიკის თანამედროვე სტანდარტების/პროტოკოლების ცოდნა;
- უნარები: გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- ოფთალმოლოგიურ პაციენტთა მომზადება ინტრავიტრეალური ინექციისთვის;
- ექიმის ასისტირება ავასტინის ინექციისა და სხვა თვალის პროცედურების მიმდინარეობისას;
- საინექციო/საოპერაციო ზონის, ინსტრუმენტებისა და მასალების მომზადება ასეპტიკის წესების სრული დაცვით;
- ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სტანდარტების მკაცრი დაცვა;
- პაციენტთა მეთვალყურეობა პროცედურის შემდგომ პერიოდში და მათთვის შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
- შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.
პიროვნული თვისებები:
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მაღალი ორგანიზებულობა და აკურატულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი.
განაცხადის შეტანის წესი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 19.11.2026-მდე ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. "დღის ექთანი".
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.