მითერი / სივრცის კონსულტანტი
"ხოზრევანიძის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას სივრცის კონსულტანტის (მითერის) პოზიციაზე.
თუ ხარ პასუხისმგებლიანი, ენერგიული და გსურს სტაბილურ სამედიცინო გუნდში მუშაობა, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!
მოვალეობები
- პაციენტების გულთბილი მიღება და ინფორმაციის მიწოდება.
- რიგების ეფექტური მართვა და პაციენტების გადანაწილება.
- აქტიური მოსმენა და გუნდური მუშაობა.
რას გთავაზობთ
- პროფესიულ განვითარებასა და ზრდას კვალიფიციურ გუნდთან ერთად;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მოქნილობას: ვაკანსია ადაპტირებულია სტუდენტებისთვისაც - გთავაზობთ ნახევარ განაკვეთს და სწავლაზე მორგებულ, მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
სამუშაო პირობები
- გრაფიკი: 5 სამუშაო დღე (ორშაბათი-პარასკევი)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.