მიმტანი
"რამეკაი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, ხართ ყურადღებიანი, პასუხისმგებლობიანი და გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც სტუმართმოყვარეობა და მომსახურების მაღალი ხარისხი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა — "რამეკაის" გუნდი თქვენ გელოდებათ.
გრაფიკი: 2/2
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე) + სამადლობელო
მისამართი: ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი #37
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა და მომსახურება;
** შეკვეთების სწორად მიღება და დროული, ხარისხიანი მიწოდების უზრუნველყოფა;
** სტუმრებისთვის მენიუს, კერძების, ინგრედიენტებისა და მომზადების წესის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მაგიდების მომზადება, მოწესრიგება და სერვისის სტანდარტების დაცვა;
** ანგარიშისა და გადახდასთან დაკავშირებული პროცესების სწორად წარმართვა;
** სტუმრების უკუკავშირისა და შესაძლო პრობლემების დროული გადაცემა მენეჯერისთვის;
** რესტორნის სისუფთავის, წესრიგისა და მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებაში მონაწილეობა;
** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა და საერთო შედეგზე ორიენტირება.
საჭირო უნარები:
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა — აუცილებელია;
** გამართული კომუნიკაციისა და აქტიური მოსმენის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** სწრაფ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პოზიტიური დამოკიდებულება და პროფესიონალური ქცევა;
** სწავლისა და განვითარების სურვილი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობას;
** მუშაობას საინტერესო და მრავალფეროვან გუნდთან ერთად;
** დაზღვევას;
** თანამშრომლების კვებას;
** საღამოს საათებში ტრანსპორტირებას;
** თანამშრომლის სპეციალურ ფასდაკლებებს კომპანიის ობიექტებზე;
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
** 3 თვეში: 1-კვირიანი ფასიანი შვებულება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე:.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.