8861 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

1KKSBNHG გამოქვეყნდა 30 სექ 4 ნახვა

კახური ტრადიციული მეღვინეობა

კახური ტრადიციული მეღვინეობა

უძრავი ქონების გაყიდვების წარმომადგენელი

თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 31 ოქტ

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • უძრავი ქონების გაყიდვების გეგმის შემუშავება და შესრულებაზე მუშაობა;
  • უძრავი ქონების ბაზრისა და გაყიდვების არხების კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება, დაინტერესება და მოზიდვა;
  • მომხმარებლებისთვის უძრავი ქონების ობიექტების პრეზენტაცია, მათი მახასიათებლებისა და უპირატესობების გაცნობა;
  • მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
  • მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და უძრავი ქონების ობიექტების ჩვენება;
  • მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვის პროცესის მართვა შეთანხმებიდან გარიგების დასრულებამდე;
  • ხელშეკრულების გაფორმების პროცესის კოორდინაცია;
  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
  • გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უძრავი ქონების გაყიდვების ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • გაყიდვებისა და მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • შედეგზე და გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "უძრავი ქონების გაყიდვების წარმომადგენელი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კახური ტრადიციული მეღვინეობა
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა