9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

1MH7A9BG გამოქვეყნდა 20 ოქტ 14 ნახვა

უმცროსი ბუღალტერი

კოლხი ჯგუფი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 21 ნოე

"კოლხი ჯგუფი" (https://kolkhigroup.ge/), რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე და არის ტრადიციული და ინოვაციური სამშენებლო მასალებისა და პროექტებისა სოლიდური/წამყვანი მომწოდებელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 48ვ. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00, შაბათი - 10:00-15:00

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის RS.ge-ის ელექტრონულ პორტალზე სასაქონლო ზედნადებების შექმნა და გამოწერა
  • იმპორტთან დაკავშირებული და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღრიცხვა და შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა
  • ბანკის ამონაწერების დამუშავება და გატარება საბუღალტრო პროგრამაში
  • სალაროს ოპერაციების სწორად და დროულად დამუშავება
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის დოკუმენტაციის აღრიცხვა
  • ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების აღრიცხვაში მონაწილეობა
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და შესაბამისი მონაცემების განახლება
  • სააღრიცხვო დოკუმენტების სისტემატიზაცია, შენახვა და არქივისთვის მომზადება
  • ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების შეჯერება შესაბამის დოკუმენტებთან და რეესტრებთან
  • კომპეტენციის ფარგლებში მთავარი ბუღალტრის მიერ დავალებული სამუშაოების დროული და ხარისხიანი შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ადმინისტრირება, ბიზნესის მართვა ან დაკავშირებული სფერო - უპირატესობა)
  • მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • სასურველია ACCA პირველი დონე
  • გამართული კომუნიკაციის და ორგანიზაციული უნარები
  • მრავალამოცანიანი რეჟიმში მუშაობის უნარი და დროის ეფექტიანი მართვა
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office აუცილებლად, CRM ან ERP სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასურველია

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება უმცროსი ბუღალტერი

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნეს გიდი

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

სივრცის კონსულტანტი - ისნის ს/ც 2

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

სივრცის კონსულტანტი 1/2 განაკვეთი - ვარკეთილის ს/ც 2

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი (ეტაპი II) - ზესტაფონის ს/ც 1

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა