უმცროსი ბუღალტერი
"კოლხი ჯგუფი" (https://kolkhigroup.ge/), რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე და არის ტრადიციული და ინოვაციური სამშენებლო მასალებისა და პროექტებისა სოლიდური/წამყვანი მომწოდებელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 48ვ. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00, შაბათი - 10:00-15:00
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის RS.ge-ის ელექტრონულ პორტალზე სასაქონლო ზედნადებების შექმნა და გამოწერა
- იმპორტთან დაკავშირებული და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღრიცხვა და შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა
- ბანკის ამონაწერების დამუშავება და გატარება საბუღალტრო პროგრამაში
- სალაროს ოპერაციების სწორად და დროულად დამუშავება
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის დოკუმენტაციის აღრიცხვა
- ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების აღრიცხვაში მონაწილეობა
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და შესაბამისი მონაცემების განახლება
- სააღრიცხვო დოკუმენტების სისტემატიზაცია, შენახვა და არქივისთვის მომზადება
- ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების შეჯერება შესაბამის დოკუმენტებთან და რეესტრებთან
- კომპეტენციის ფარგლებში მთავარი ბუღალტრის მიერ დავალებული სამუშაოების დროული და ხარისხიანი შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ადმინისტრირება, ბიზნესის მართვა ან დაკავშირებული სფერო - უპირატესობა)
- მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება
- სასურველია ACCA პირველი დონე
- გამართული კომუნიკაციის და ორგანიზაციული უნარები
- მრავალამოცანიანი რეჟიმში მუშაობის უნარი და დროის ეფექტიანი მართვა
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office აუცილებლად, CRM ან ERP სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
- ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასურველია
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება უმცროსი ბუღალტერი
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.