9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

1QG2WJ6X გამოქვეყნდა 20 ოქტ 17 ნახვა

მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი

IK Consulting გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾12000 / თვეში +432% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,254 ₾ · 157 განცხადება ბოლო ვადა: 17 ნოე

IK Consulting პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორს / Chief Marketing & Sales Officer.

ძირითადი ინფორმაცია: - სფერო: მშენებლობა / დეველოპმენტი - სამუშაო ადგილი: თბილისი - ხელფასი: 12 000 ლარიდან ხელზე, გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.

ვეძებთ გამოცდილ ხელმძღვანელს, რომელიც მართავს მარკეტინგის, გაყიდვების, PR-ისა და კომუნიკაციების მიმართულებებს, შეიმუშავებს და განახორციელებს კომპანიისა და დეველოპერული პროექტების ერთიან სტრატეგიას ამ მიმართულებებით, გააძლიერებს ბრენდსა და კომპანიის რეპუტაციას და უზრუნველყოფს გაყიდვებისა და შემოსავლების ზრდას.

ძირითადი პასუხისმგებლობები: - მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიის, ბრენდის პოზიციონირებისა და უნიკალური ღირებულებითი შეთავაზების შემუშავება და განხორციელება; - ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა საჭიროებების კვლევა. ახალი პროექტების ბაზარზე წარდგენის, რებრენდინგისა და სხვა სტრატეგიული კომერციული ინიციატივების ხელმძღვანელობა; - გაყიდვების გეგმების, ბიუჯეტებისა და პროგნოზების მომზადება, შესრულების კონტროლი. ფასების, გადახდის პირობებისა და კომერციული შეთავაზებების ფორმირება; - გაყიდვების არხებისა და საბროკერო პარტნიორობების განვითარება. სტრატეგიულ კლიენტებთან მოლაპარაკება და მნიშვნელოვანი გარიგებების მხარდაჭერა; - ინტეგრირებული კამპანიებისა და ციფრული მარკეტინგის მართვა, მათ შორის SMM, SEO და ფასიანი რეკლამა. ლიდების მოზიდვისა და კონვერსიის გაუმჯობესება; - CRM-ისა და მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესების განვითარება - პირველადი დაინტერესებიდან გარიგების დასრულებამდე; ვებგვერდის, ციფრული არხების, მომხმარებლის გამოცდილებისა და ლოიალობის პროგრამების გაუმჯობესება; - მარკეტინგისა და გაყიდვების ერთიანი ანალიტიკისა და KPI-ების დანერგვა. მედიადაგეგმვა, ხარჯების ეფექტიანობისა და მარკეტინგული ინვესტიციის უკუგების შეფასება; - საზოგადოებასთან ურთიერთობისა (PR) და კორპორატიული კომუნიკაციების სტრატეგიის განსაზღვრა და მართვა, მედიასთან ურთიერთობა, კომპანიის რეპუტაციის გაძლიერება და კრიზისული კომუნიკაციების მართვა; - გუნდების ჩამოყალიბება, განვითარება და შედეგების მართვა. მოტივაციის სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა, სააგენტოებისა და კონტრაქტორების მართვა; - პრიორიტეტული პროექტების მართვა მიზნების, პასუხისმგებელი პირების, ვადებისა და შედეგების განსაზღვრით. ფინანსებთან, IT-სთან, პროექტების განვითარების გუნდსა და სხვა ფუნქციებთან კოორდინაცია; - პროექტების პროგრესის, ხარისხის, საბიუჯეტო გადახრებისა და რისკების მონიტორინგი. შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრა და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშებისა და რეკომენდაციების წარდგენა; - ერთიანი სამუშაო სტანდარტების, ინოვაციური მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვა პროცესების გამჭვირვალობის, სისწრაფისა და ეფექტიანობის გასაზრდელად.

ვეძებთ პროფესიონალს, რომელსაც აქვს: - მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობისა და გუნდების მართვის გამოცდილება; - მსხვილი სამშენებლო და დეველოპერული პროექტების მარკეტინგისა და გაყიდვების პროცესებში ეფექტურად ჩართვისა და მათი სტრატეგიულად მართვის უნარი; - ბრენდის განვითარებითა და გაყიდვების ზრდით მიღწეული, გაზომვადი ბიზნესშედეგები; - გაყიდვების დაგეგმვის, პროგნოზირების, ფასების ფორმირებისა და კომერციული მოლაპარაკებების გამოცდილება; - ციფრული მარკეტინგის, ბრენდის მართვის, CRM-ისა და მომხმარებლის გამოცდილების განვითარების ცოდნა; - PR-ის, კორპორატიული და კრიზისული კომუნიკაციების მართვის გამოცდილება; - რთული პროექტებისა და სხვადასხვა ფუნქციის გუნდების კოორდინაციის გამოცდილება; - სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება, კომერციული ხედვა, გუნდის ხელმძღვანელობის, მოტივირებისა და განვითარების, ასევე ინოვაციური იდეების გაზომვად შედეგებად გარდაქმნის უნარი; - ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საქმიანი კომუნიკაციისთვის საჭირო დონეზე. - დეველოპერულ / უძრავი ქონების სექტორში მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ CV მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა