9769 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

1YSFWND7 გამოქვეყნდა 16 ოქტ 56 ნახვა

ონლაინ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

შესვლა და განაცხადი
₾1500 / თვეში −36% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,352 ₾ · 151 განცხადება ბოლო ვადა: 17 ნოე

"წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია" (SGBA) აცხადებს ვაკანსიას ონლაინ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქ. გორი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00)

ანაზღაურება:

  • ქ. თბილისი - 1500 ლარიდან + ბონუსი გაყიდვების გეგმის შესრულების მიხედვით (განიხილება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე);
  • ქ. გორი - 800 ლარიდან + ბონუსი გაყიდვების გეგმის შესრულების მიხედვით (განიხილება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე).

ჩვენს შესახებ:

"წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია" აერთიანებს ქართულ კომპანიებს, სტარტაპებსა და დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებს ერთიან სივრცეში. ასოციაცია ქმნის ინოვაციურ პროექტებს ბიზნესის მხარდასაჭერად და მიზნად ისახავს წევრი კომპანიებისთვის რეალური ღირებულების შექმნას.

ასოციაციის ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/geobusinessnewssgba ასოციაციის ვებ გვერდი: https://sgba.ge/

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი წევრების/კლიენტების მოზიდვა: ასოციაციის წევრობის/პროდუქტების/ სერვისების აქტიური შეთავაზება და გაყიდვა;
  • არსებულ წევრებთან/კლიენტებთან ურთიერთობის მართვა: გრძელვადიანი და ლოიალური ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება;
  • მოლაპარაკებების წარმოება: პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან/წევრებთან შეხვედრების გამართვა და მოლაპარაკებების წარმართვა;
  • ბაზრის კვლევა: ბიზნეს გარემოს, პოტენციური წევრებისა და კონკურენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება: ყოველთვიური/კვარტალური გაყიდვების გეგმების დადგენა და ეფექტური შესრულება;
  • რეპორტინგი: გაყიდვების შედეგებისა და აქტივობების შესახებ რეგულარული ანგარიშების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის ან მასთან დაკავშირებული მიმართულებით);
  • გამოცდილება: მინიმუმ 1-2 წლიანი წარმატებული სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია B2B გაყიდვებში);
  • კომპიუტერული უნარები: საოფისე პროგრამების (MS Word, Excel, Power-Point) და CRM სისტემის ცოდნა (სასურველია);
  • ენების ცოდნა: სასურველია რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე).

პიროვნული უნარები/კომპეტენციები:

  • მაღალი კომუნიკაბელურობა: გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი: ადამიანების დარწმუნების და სასურველი შედეგის მიღწევის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა: დამოუკიდებლად და დროის ეფექტური მართვით მუშაობის უნარი;
  • მიზანზე ორიენტირებულობა: დასახული მიზნების მიღწევის მოტივაცია და უნარი;
  • პრეზენტაბელურობა და ენერგიულობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Line) მიუთითოთ:

  • "გაყიდვების მენეჯერი - თბილისი";
  • "გაყიდვების მენეჯერი - გორი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი.

მნიშვნელოვანია: დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"SGBA" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

  • თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
  • თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც "SGBA" ამუშავებს თქვენს შესახებ;
  • თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე;
  • რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა