9836 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

21ZA4J5Z გამოქვეყნდა 20 ოქტ 13 ნახვა

HVAC ინჟინერი

არქი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა ინჟინერი
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 7 ნოე

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ HVAC ინჟინერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

ძირითადი ფუნქციები:

  • საპროექტო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი HVAC (გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების) საპროექტო ნახაზების, ანგარიშებისა და გამოთვლების განხილვა და შესაბამისობის დადასტურება;
  • პროექტების ტექნიკურ დავალებასთან, ადგილობრივ სამშენებლო ნორმებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან (მაგ. ASHRAE, Eurovent) შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • პროექტირების ეტაპზე ხარჯეფექტური ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
  • პროექტში ჩართულ მომიჯნავე დისციპლინებთან კოორდინაცია საპროექტო კოლიზიების აღმოფხვრისა და საინჟინრო კომუნიკაციების სივრცითი ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად;
  • პროექტის განხილვის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და ტექნიკური შენიშვნებისა და კომენტარების მომზადება;
  • ტექნიკურ განხილვებში მონაწილეობა და შესყიდვების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერა;
  • ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ წარმოდგენილი სამუშაო ნახაზების, მასალების დამტკიცების ფორმებისა და სამუშაოების შესრულების მეთოდოლოგიის განხილვა;
  • ობიექტზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების მონიტორინგი დამტკიცებულ ნახაზებთან და დამკვეთის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
  • HVAC სისტემების სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების გამოცდის, ჰაერის ხარჯის რეგულირების, წნევაზე შემოწმებისა და სატესტო გაშვების პროცესების ზედამხედველობა.
  • სისტემატიური ვიზიტები ობიექტებზე და ანგარიშგება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • ადგილობრივი სამშენებლო ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების (მაგ. ASHRAE, Eurovent) ცოდნა;
  • HVAC სისტემების ჰიდრავლიკური, აეროდინამიკური და სითბური გამოთვლების პრინციპების ცოდნა;
  • საპროექტო და საინჟინრო პროგრამების (AutoCAD, Revit MEP) პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა